| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხორიის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს ამავე სკოლის მოსწავლეებს გიორგი სოსელიასა და შუშანიკ ზუმაძეს სკოლის ოქროს მედალზე დამთავრებას და უსურვებს მორიგ წარმატებებს ცხოვრების ახალ ასპარეზზე.
„დირექცია ასევე მადლობას უხდის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასა და საგანმანათლებლო რესურცენტრს ლამაზი დღისთვის.
ეს მოსწავლეები სკოლაში სწავლების პერიოდში გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აქტიურობით . ორივე მათგანი კარგად ფლობს ინგლისურ ენას, რომლის დასტურია ის, რომ ასოციაცია „ათინათის“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსზე მოიპოვეს გაიმარჯვება და გაემგზავრნენ ლონდონში Kaplan International Languages – Torquay - ორკვირიან ბანაკში.
ასევე, შუშანიკ ზუმაძე გამოირჩევა შემოქმედებითი ნიჭით. მისი ნამუშევრები არაერთხელ იყო გამოფენილი არტ-გალერეაში.
შუშანიკმა და გიორგიმ წარმატებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები. დარწმუნებული ვართ, რომ დიდ წარმატებებს მიაღწევენ ცხოვრებაში“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
პირველკლასელთა ასაკის ცვლილებაზე პარლამენტში პეტიცია მეორედ დარეგისტრირდა - რა არგუმენტები აქვთ მშობლებს და როდის განიხილება საკითხი
„აღმზრდელებისა და მასწავლებლების ხელფასები ყოველწლიურად გაიზრდება - კანონპროექტში ეს ჩანაწერი არსებობს“
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
პირველკლასელებმა - ანანო ფირცხელანმა და კატო გირგვლიანმა დედაენის შემქმნელის დაბადების დღე ღონისძიებით აღნიშნეს
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი