სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სწავლის დაწყებამდე ამირან გამყრელიძე სკოლების ხელმძღვანელებსა და მშობლებს მიმართავს
10-09-2020
-
+


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით სკოლებსა და მოსწავლის მშობლებს მიმართავს. როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, მობილობა იზრდება და აუცილებელია ჯანდაცვის სექტორის რეკომენდაციების დაცვა. 


„57 შემთხვევა არის სერიოზული და თან დინამიური ზრდა. ამას ჩვენ ვუწოდებთ მეორე ტალღას თუ პირველი ტალღის შემდგომ განვითარებას, სახელის დარქმევას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. რადგან მოდის შემოდგომა და შეიძლება იყოს სხვადასხვა რესპირაციული ვირუსების ზედდება შეიძლება იყოს. გრიპის ვირუსი ჩნდება ხოლმე ოქტომბერსა და ნოემბერში. ეს დინამიური ზრდა საკმაოდ საყურადღებოა, ქვეყანაში ინფექციის შიდა ცირკულაცია გვაქვს. ამის ყველანაირად შეკავება უნდა მოვახდინოთ. შეკავების ის პრინციპები, რაც გაზაფხულზე განხორციელდება ე.წ მკაცრი ლოქდაუნები, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვერ განხორციელდება. მაგრამ თუ იყო ასეთი კლასტერები, ლოკალური, წერტილოვანი „დარტყმები“ შეიძლება იყოს. 

აქამდე რომ არ მივიდეთ, საჭიროა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რაც ჯანდაცვის სექტორი იძლევა. განსაკუთრებით ერთი კვირის შემდეგ, როცა მობილობის სერიოზული ზრდა გვექნება, სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით. მივმართავ მშობლებს, სკოლაში არავითარ შემთხვევაში არ გაუშვან ბავშვი, ვისაც ექნება ტემპერატურის მატება ან რამე რესპირაციული სიმპტომები. აუცილებლად დარეკონ 112-ზე და ექიმის კონსულტაციით მართონ შემთხვევა. ასევე, სკოლის ხელმძღვანელობას, რომ იყოს მუდმივი თერმოსკრინინგი და არ დაუშვან მომატებული ტემპერატურით ბავშვი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, აუცილებლად ატარეთ პირბადე, როგორც ლექტორებმა, ისე სტუდენტებმა. პირბადე გახლავთ ყველაზე მნიშვნელოვანი დაცვის საშუალება ინფექციის გავრცელების და გადადების“  - მიმართა გამყრელიძემ სწავლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე საზოგადოებას.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება