სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

15 სექტემბერს მასწავლებლები თაიგულების გარეშე დარჩებიან? - გადაეცემა თუ არა კორონავირუსი ყვავილებით
08-09-2020
-
+


2020-2021 სასწავლო წელი კარსაა მომდგარი და მიუხედავად იმისა, ახალი კორონავირუსით ინფიცირირების ათეულობით შემთხვევა ყოველდღიურად ფიქსირდება, გვარწმუნებენ, რომ სასწავლო პროცესის დაწყებას საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ საკითხავია, რა ფორმით აღდგება ეს ყველაფერი. გასაგებია, რომ გარკვეული ზომები, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, გამკაცრდება და სკოლებმა უკვე იციან, რა რეკომენდაციების დაკმაყოფილება მოუწევთ მოსწავლეთა თუ პედაგოგთა მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის. ფაქტია, სწავლა ჩვეულ რეჟიმში არ აღდგება და ახალი სასწავლო წელს გარკვეული ტრადიციების უგულებელყოფა მოგვიწევს.

საინტერესოა, რამდენად დაშვებული იქნება მასწავლებლისთვის ყვავილების ჩუქება და შესაძლებელია თუ არა, კოვიდ 19 ადამიანს ყვავილებიდან გადაედოს?

ამ კითხვაზე ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს, თუმცა მსოფლიო ინფექციონისტები არაერთი კვლევის შედეგების შეჯამების შედეგად, მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყვავილების თაიგული, თავისთავად, საფრთხის შემცველი არ არის, ოღონდ თუ გამყიდველიცა და მყიდველიც რეკომენდაციებს ზედმიწევნით ასრულებენ, რაც პირბადის ტარებაში გამოიხატება.

მაგრამ, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ უსაფრთხოების ზომები დაცული არ არის? ან ვინ აკონტროლებს, კოვიდინფიცირებილი შეეხო თუ არა თაიგულს? - მოგეხსენებათ, ამის მონიტორინგი იოლი სულაც არ არის; შესაბამისად, ვერც ვერავინ გააკონტროლებს ამ პროცესს და ასეთ დროს, თაიგულიც ინფექციის გავრცელების ისეთივე წყარო გამოდის, როგორც სხვა ყველა ნივთი!

აქედან გამომდინარე, მსოფლიო ინფექციონისტები  არ ურჩევენ მოსახლეობას ყვავილების ჩუქებას. მასწავლებლისთვის თაიგულის მირთმევა უსაფრთხოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ დროს მასაც და  მოსწავლესაც პირბადე უკეთიათ... და რადგან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, სკოლებში მოსწავლეებს პირბადის ტარება არ ევალებთ, არც თაიგულები გამოდის უსაფრთხო.

ასე რომ, 2020-2021 სასწავლო წელს, როგორც ჩანს, მასწავლებლისთვის თაიგულის ჩუქების მრავალწლიანი ტრადიციაც დაირღვევა.  


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

„სისტემის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი პედაგოგების ღვაწლის სათანადოდ დაფასებაა“...

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება