სიახლეები
საინტერესო

ახალი სასწავლო წელი სხვადასხვა ქვეყანაში - რა შეიცვალა 
12-09-2020
-
+


კორონავირუსმა სასკოლო ცხოვრებაში თავისი კორექტივები შეიტანა. ისევე როგორც საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც სასწავლო წელი ახალი წესებით იწყება. საინტერესოა რა წესები მოქმედებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სკოლებში? 

იაპონია

იაპონიაში სასწავლო წელი აპრილში დაიწყო. ქვეყანაში დისტანციურად სწავლება ჯერ კიდევ მაისის ბოლოს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ შეწყვიტეს. დისტანციური სწავლების პერიოდი, რომელიც რამდენიმე თვე გაგრძელდა, დიდი დარტყმა აღმოჩნდა დასაქმებული მშობლებისთვის. ბევრს აუნაზღაურებადი შვებულების აღება მოუწია, რაც ოჯახების კეთილდღეობაზე ნეგატიურად აისახა. 

აგვისტოში იაპონელ ბავშვებს მოკლე არდადეგები ჰქონდათ და ახლა მერხებს უბრუნდებიან. ჩვეულებრივ ასეთ დროს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა საზეიმო მიღება იმართება. მაგრამ ამჯერად, მასწავლებლებმა ტრადიცია დაარღვიეს და პრიორიტეტი ჯანმრთელობას მიანიჭეს. მაგალითად საიტამის პრეფექტურის ერთ-ერთ სკოლაში დირექტორმა მოსწავლეებს ტელეეკრანებიდან მიმართა. ბავშვები მისი გამოსვლის ჩანაწერს აუდიტორიებში უყურებდნენ. 

იაპონელი მოსწავლეები სკოლაში პირბადეებით დადიან. ყველაზე ცხელ დღეებშიც კი ბავშვებს აკრძალული აქვთ ნიღბის მოხსნა. სკოლაში შესვლისას ბავშვებს სიცხეს უზომავენ. მშობლები, თავის მხრივ, ყოველდღიურად სპეციალურ ანკეტებს ავსებენ, სადაც შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერენ. დისტანცია მერხებს შორის კორონავირუსის გამო გაზარდეს. იაპონელმა დედებმა და მამებმა კი შვებით ამოისუნთქეს ისინი მშობელთა კრებებში მონაწილეობისგან დროებით გაათავისუფლეს.

ბრაზილია 

ბრაზილიის სკოლებში, ჩვეულებრივ, სასწავლო წელი  თებერვლის დასაწყისში იწყება, თითქმის შობამდე გრძელდება და მხოლოდ ივლისში არდადეგების გამო წყდება. მაგრამ 2020 წელი გამონაკლისი აღმოჩნდა. მარტიდან მოყოლებული, ბრაზილიის ყველა რეგიონმა, კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო, ერთმანეთის მიყოლებით სკოლები დახურა და დისტანციურ სწავლაზე გადავიდა. დღეს ბავშვების სკოლებში დაბრუნების საკითხი ერთ-ერთი ყველაზე განხილვადია ქვეყანაში. 

ქვეყანაში, სადაც ათიდან რვა ადამიანი სკოლების ნაჩქარევად გახსნას ეწინააღმდეგება, ბრაზილიელი გუბერნატორების ნახევარზე მეტმა სკოლების და უნივერსიტეტების ეტაპობრივად გახსნის გადაწყვეტილება უკვე გააჟღერა. მაგალითად, სან-პაულუში პირველად სასწავლო დაწესებულებები მოსწავლეებისთვის სექტემბერში უნდა გახსნილიყო, მაგრამ შტატის მთავრობამ სკოლების გახსნის ოქტომბერში გადადების შესახებ უკვე განაცხადა. 

იტალია

იტალიის მთავრობა არ აპირებს 14 სექტემბერს დაგეგმილი სასწავლო პროცესის აღდგენის თარიღის გადადებას. ამის შესახებ ქვეყნის განათლების მინისტრმა განაცხადა. 

იტალიის განათლების სამინისტრო რეგიონებთან ერთად სკოლებისთვის ექსპრეს-ტესტების ჩაშვების შესაძლებლობას განიხილავს. კვლევა „ეჭვის გაჩენის დროს“ ჩატარდება. ამასთან, როგორც გაზეთი Corriere della Sera განმარტავს, ლიმიტირებული ბიუჯეტი სკოლაში შესვლის წინ ტემპერატურის გაზომვის ორგანიზების შესაძლებლობას არ იძლევა, ამიტომ ამ ვალდებულების გადაბარება მშობელზე იგეგმება. ასევე აღნიშნულია, რომ  სიმტომების გაჩენის დროს მოსწავლის იზოლირება სკოლის ერთ-ერთ შენობაში მოხდება, შემდეგ კი მოსწავლეს მშობლებს გადააბარებენ, რომლებიც თავის მხრივ, ვალდებულნი არიან კონსულტაციისთვის ოჯახის ექიმის მიმართონ. 

გარდა ამისა, შესაძლებელია გაკვეთილების განრიგი შეიცვალოს ისე, რომ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები ნაკლებად გადაეკვეთონ ერთმანეთს. არ არის გამორიცხული ასევე სწავლის ორ ცვლად დაწყება. თავად სკოლის მოსწავლეებს კი ერთადგილიან მერხებზე გადასვამენ. გაკვეთილებზე დასასწრებად ექვს წელზე უფროსი ასაკი ბავშვები ვალდებულნი იქნებიან გამოიყენონ პირბადეები. ამასთან, მთავრობა საჯარო სკოლების საჭიროებებისთვის 11 მილიონ პირბადეს და 170 ათას ლიტრ ანტისეპტიკურ ხსნარს გამოყოფს. 

აშშ

აშშ-ში, ქვეყანაში სადაც მსოფლიოში ყველაზე მეტი კოვიდინფიცირებულია, ახალი სასწავლო წელი უსაფრთხოების ზომების და დისტანციის დაცვით იწყება. ბევრი სახელმწიფო სკოლა ამერიკაში სასწაცლო პროცესს ორკვირიანი დაგვიანებით - არა უადრეს 14 სექტემბრისა განაახლებს, რადგან ახალი რეალობისთვის მომსადებას მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე თავიდან იყო ნავარაუდევი. ამასთან, რიგი შტატების გუბერნატორები ადგილობრივი მთავრობისგან ახალი სასწავლო წლის გადადებას ითხოვენ, როგორც მინიმუმ სექტემბრის ბოლომდე. 

ქვეყნის დაწყებითი და საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებები მოსწავლეებს ტემპერატურის შემოწმებით და 2 მეტრის დაშორებით განთავსებული მერხებით ხვდებიან. სკოლის ავტობუსებიც ნაკლებ ბავშვს ჩაისვამს, იმისთვის რომ აუცილებელი დისტანცია დაიცვან. ნიღბების ტარების მოთხოვნა უნივერსალური არ იქნება და ასეთ გადაწყვეტილებას თავად სკოლის ხელმძღვანელობა ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე მიიღებს. რიგი სკოლები მშობლებს არჩევანს სთავაზობენ: ასწავლონ შვილებს კლასებში ან დისტანციურად. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, სავარაუდოდ, დისტანციური გაკვეთილები მეორე ტრიმესტრამდე გაგრძელდება.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის 

როგორი ამინდი იქნება 24-26 იანვარს - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

სკოლებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები ცნობლია - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან შეხვედრა 28 იანვარსაა დაგეგმილი 

ბაღში ბავშვთა რაოდენობის ზრდა - დეტალური ინსტრუქცია სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის

სკოლის დირექციისა და პედაგოგების საყურადღებოდ - სასწავლო გეგმასთან დაკავშირებით შეხვედრა ჩატარდება

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა დამდეგი ახალი წელი იზეიმეს და ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას ლამაზი წუთები და ემოციები გაუზიარეს

„ტკბილეულის აქცია“ სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ტრადიციული ღონისძიებაა

„ეს მეჯლისი ბავშვებისა და მაყურებლის მეხსიერებაში დარჩება, როგორც ახდენილი ზღაპარი“

„ვულოცავთ მათ ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ ბევრ წინსვლასა და გამარჯვებას!“

 

საინტერესო

შავ-თეთრმა კონტრასტმა, თვალის ზედმეტად დაძაბვის გამო, უარყოფითად იმოქმედა მოსწავლეებისა და მასწავლებლების მხედველობაზე

ლორანი შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი იყოს, რომელმაც ამ კონკრეტულ სფეროში დოქტორის ხარისხი მიიღო

ქვეყანა, სადაც რეპეტიტორობა აკრძალულია - კერძო მასწავლებლებს სანქციები, რიგ შემთხვევაში კი  საქმიანობის აკრძალვა ემუქრებათ 

2026 წლის პირველი გაკვეთილი: როგორ გავუმარტივოთ სასკოლო რიტმში დაბრუნება მოსწავლეებს?

სიახლეები
საზოგადოება