სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ერთი სული გვაქვს, სწავლა სასკოლო სივრცეში დაიწყოს“ - მარინა თოთიაური, ზარიძეების საჯარო სკოლის პედაგოგი
03-09-2020
-
+


უკვე სამ ათეულ წელზე მეტია ისტორიის მასწავლებლად მუშაობს და თავის პროფესიაზე უზომოდ შეყვარებულს, ერთი სული აქვს, როდის დაუბრუნდებიან სკოლას მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც. მარინა თოთიაური - თიანეთის მუნიციპალიტეტის ზარიძეების საჯარო სკოლის პედაგოგი, Etaloni.ge- იმაზე ესაუბრება, როგორ მოენატრა მოსწავლეები, გაკვეთილების სკოლის კედლებში ჩატარება და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალ სქემასაც აფასებს.

- ქალბატონო მარინა, როგორ ემზადებით ახალი სასწავლო წლისთვის?

- ერთი სული გვაქვს, ეს დღე დადგეს და სწავლა სასკოლო სივრცეში დაიწყოს, რადგან, გარდა იმისა, რომ სკოლაში ჩატარებულ გაკვეთილს ვერაფერი შეედრება და მთელი ეს პერიოდი ერთმანეთიც ძალიან გვენატრებოდა, ჩვენთან ინტერნეტის პრობლემაა, ამიტომ ძალიან გვახარებს, სკოლაში რომ ვბრუნდებით.

- უკვე ცნობილია რეგულაციები, რომელთა შესრულებაც სკოლებს მოუწევთ. როგორ წარმოგიდგენიათ გაკვეთილის ჩატარება პირბადით?

- საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენ სკოლაში ცოტა ბავშვია და სოციალურ დისტანცირებასაც მარტივად უზრუნველვყოფთ; რაც შეეხება პირბადეს, მართალია, მისი ტარება არავის მოსწონს, მაგრამ რა გაეწყობა, არსებულ რეგულაციებს უნდა დავემორჩილოთ, რადგან ეს ყველაფერი ჩვენივე უსაფრთხოებისთვის კეთდება.

- ასეთ დროს, რამდენად მნიშვნელოვანია პედგოგებისთვის ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომა?

- თანადგომა ყოველთვის მნიშვნელოვანია და ნამდვილად ვერ ვიტყოდი, რომ უყურადღებოდ ვართ. დისტანციური სწავლებისას, სოციალურად დაუცველ ოჯახებს ინტერნეტის მოდემებიც დაურიგეს, მუდმივად ვგრძნობდით ყურადღებას, ოპერატიულად გვაწვდიდნენ ყველა საჭირო ინფორმაციას და დარწმუნებული ვარ, შემდეგშიც ასე იქნება, თუმცა ვიმეორებ - ჩვენთან ინტერნეტის პრობლემაა და თუ კვლავ დისტანციურ სწავლებაზე მოგვიწია გადასვლა, წარმოდგენაც მიჭირს, როგორ გავუმკლავდებით.

- აპირებთ შეამოწმოთ, თქვენმა მოსწავლეებმა ონლაინ-რეჟიმში რა და როგორ ისწავლეს?

- თუ მომეცემა საშუალება, აუცილებლად გავიმეორებთ განვლილ მასალას, რაც გაუჭირდათ, იმ საკითხებს დროს დავუთმობთ და ნამდვილად არ გადავახტებით მასალას. მართალია, დისტანციური სწავლებისას, შესრულებულ დავალებებს მიგზავნიდნენ, მაგრამ იქნებ წიგნიდან მპასუხობდნენ? - ფაქტია, კონტროლის მექანიზმი ნაკლები იყო. ვისაც სწავლა უნდა, ნამდვილად აქტიურობდა, თუმცა სკოლაშიც, ყველა მოსწავლე ერთნაირად ხომ არ იქცევა გაკვეთილზე.

- ალბათ, ძალიან მოგენატრათ თქვენი მოსწავლეები...

- რა თქმა უნდა, მონატრებულები ვართ ერთმანეთს და გვიხარია, სკოლას რომ ვუბრუნდებით.

- ცოტა თქვენზეც მიამბეთ, მასწავლებლობა რატომ გადაწყვიტეთ?

- 1988 წლიდან მასწავლებლად ვმუშაობ. დაუსწრებელზე ვსწავლობდი და პარალელურად, ვმუშაობდი. უკვე 32 წელია ამ პროფესიას ერთგულად ვემსახურები - ისტორიას ვასწავლი, არჩევანი კი ჩემი დამრიგებლის დიდმა სიყვარულმა განაპირობა.

- ამ 32 წელიწადში პედაგოგებისადმი მიდგომები რადიკალურად შეიცვალა, არ მეთანხმებით?

- მართალი ხართ, შეიცვალა მიდგომები და ახლა ბავშვები უფრო გახსნილები არიან,  ბევრად უშუალო ურთიერთობა გვაქვს, ვიდრე ადრე... არც მაშინ გვიჭირდა ურთიერთობა, მაგრამ ახლა მიდგომები შეცვლილია და ჩემი გადმოსახედიდან, ასე სჯობს - რაც უნდათ, რაც აწუხებთ, პირდაპირ მეუბნებიან, ერთმანეთს მარტივად ვუგებთ და მეც ძალიან მომწონს მსგავსი დამოკიდებულება.

- ურთიერთობაში ასეთი თავისუფლება გაკვეთილის ხარისხზე არ აისახება, თუნდაც ყოფაქცევის მხრივ?

- ზოგადად, თუ საინტერესო არაა გაკვეთილი, თანამედროვე ბავშვების გაჩერება მასწავლებელს ძალიან გაუჭირდება... წინასწარ თუ არ დაგეგმე საინტერესო აქტივობა, ბევრს ვერაფერს მიაღწევ. ბავშვებს ხშირად ვაძლევ არჩევანის საშუალებას, აქტივობები თავად დაგეგმონ, ჩემს გაკვეთილზე ყურადღებით არიან.

- მკაცრი ხართ?

- ზომიერად მკაცრი ვარ, თუმცა ჩემ ბავშვებთან ეს ყველაფერი არ მჭირდება... წესრიგის პრობლემა არ დგას, კლასში ცოტა ბავშვია და ალბათ ამაზეც ბევრი რამაა დამოკიდებული.

- ქალბატონო მარინა, შეუძლებელია, არ გკითხოთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალ სქემაზე, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია…

- პირადად მე, დადებითად ვაფასებ, ფეხდაფეხ მივყევი ყველა აქტივობას, გამოცდაც ჩავაბარე... ვცდილობ, შეძლებისდაგვარად, არ ჩამოვრჩე თანამედროვე მოთხოვნებს. მართალია, ეს ყველაფერი უფრო დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, მაგრამ  პროფესიული განვითარება მასწავლებლისთვის აუცილებელია.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

1 წლამდე ასაკის ბავშვის ზღვის კურორტზე წაყვანა რეკომენდირებული არაა - 4 მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება