სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ბავშვები პლასტმასის „ვოლიერებში“: ტაილანდში ბაღის აღსაზრდელების კორონავირუსისგან დასაცავად არაორდინარულ ხერხს მიმართეს
19-08-2020
-
+


ბანგკოკის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში გადაღებულმა ფოტოებმა ინტერნეტ სივრცეში პოპულარობა მოიპოვა. ფოტოებზე ასახულია, როგორ სხედან ბავშვები ინდივიდუალურ პლასტმასის კონტეინერებში და თამაშობენ. ფოტოები ტაილანდის დედაქალაქის საბავშვო ბაღში - Wat Khlong Toey არის გადაღებული და საბავშო დაწესებულების მიერ კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მიღებულ ღონისძიებებს ასახავს.

გარდა დახურული სათამაშო სივრცეების შექმნის, სკოლამ მოსწავლეების მერხების გარშემო პლასტმასის ბარიერები განათავსა, იატაკზე კი - სოციალური დისტანციის უზრუნველსაყოფად, გრაფიკული ელემენტები დაიტანა. ამასთან, ბაღის აღსაზრდელებისთვის ყოველი დილა ტემპერატურის გაზომვით, ხელის დაბანითა და დეზინფექციით იწყება. 

დაახლოებით 250 ბავშვისთვის ბაღმა - Wat Khlong Toey კარი კვლავ ივლისის დასაწყისში გააღო. საბავშვო ბაღი მარტის შუა რიცხვებიდან დაიხურა, მას შემდეგ რაც, ტაილანდის მთავრობამ ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საერთოეროვნული იზოლაცია გამოაცხადა. 

აღსანიშნავია, რომ საბავშვო ბაღში პანდემიის პერიოდში კორონავირუსით ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ადმინისტრაციას სურს ​აღსაზრდელების და მასწავლებლების ინფექციისგან დაცვა მაქსიმალურად უზრუნველყოს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება