სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

''ეტალონის'' შესარჩევ ტურს თელავის მუნიციპალიტეტის სკოლები ეხმიანებიან
03-10-2017
-
+


თელავის მუნიციპალიტეტში ''ეტალონის'' პირველი ტურის ორგანიზებაში, თელავის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რესურსცენტრთან და სკოლების წარმომადგენლებთან ერთად იყვნენ ჩართულები.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, თელავის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.

ტესტირება სკოლებში ''ეტალონიდან'' მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.  

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.
 

ბუშეტის სკოლის დირექტორი  ანნა ჩახნაშვილი ,,ეტალონის’’ შესარჩევ ტურზე საუბრობს:

’’შესარჩევი ტური ჩატარდა კარგად, კმაყოფილები ვართ. თუმცა, წელს შარშანდელთან შედარებით, ნაკლები მოსწავლე ჩაერთო პროექტში. ''ეტალონი'' ძალიან კარგი ინტელექტ-შეჯიბრია. მოსწავლეების ზოგადი განათლების განვითარებისთვიეს ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია.''  

თეთრიწყაროს სკოლის დირექტორი ასმათ არაბული:

’’ძალიან ორგანიზებულად ჩატარდა შესარჩევი ტური. მოსწავლეებს, შარშანდელთან შედარებით, წელს ცოტა ერთულათ ტესტები. ძალიან კარგი პროექტია ''ეტალონი'' ბავშვებისთვის, რადგან მათ ინტელექტს ნამდვილად ამაღლებს. შარშანაც ვიღებდით მონაწილეობას. რამდენიმე წლის წინ კი ფინალისტიც გვყავდა''. 

ვანის სკოლის დირექტორი გია კირვალიძე:

’’შესარჩევი ტურით კმაყოფილები ვართ, ყველაფერი ჩატარდა ძალიან კარგად. ''ეტალონი'' ძალიან მომწონს, თქვენგან ბევრ ახალ და კარგ ინფორმაციას ვიღებთ’’.

ართანის სკოლის დირტექტორი თინათინ ბიჭოლაშვილი:

’’ეტალონი'' ძალიან კარგი ინტელექტ-შეჯიბრია. ჩვენ კმაყოფილები ვართ, რადგან ბავშვები თავიანთ თავს ცდიან, მათ თავიანთი ცოდნის გამოვლენის საშუალება ეძლევათ''. 

ფშაველის სკოლის დირექტორი ლილი ხაჩიძე:

’’ტესტები არ ყოფილა რთული და მოსწავლეებმაც მშვენივრად გაართვეს თავი. თავად პროექტი კი მოსწავლეებს სწავლის მიმართ მოტივაციას უზრდის. ჩვენ ორგზის ’’ეტალონი მოსწავლე’’ გვყავდა და იციან, რომ ეს წარმატების საზომია და აქედან გამომდინარე, საკმაოდ დიდი გამოხმაურებაც არის ხოლმე მოსწავლეების მხრიდან’’.

კისისხევის სკოლის დირექტორი ლიანა ერგემლიძე:

''ჩვენ ყოველთვის მივესალმებით ასეთი ინტელექტ-შეჯიბრების ჩატარებას. აუცილებლად გავაგრძელებთ ''ეტალონთან'' თანამშრომლობას და იმედი გვაქვს, მომავალ წელ უფრო უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ.’’

''თელავის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი 11 ოქტომბერს გამოვლინდება. 

"ეტალონი" 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''.



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება