სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლები სახელმწიფოსგან დახმარებას არ მიიღებენ - ჯანდაცვის სამინისტროს კომენტარი
12-08-2020
-
+


პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 0-დან 18 წლამდე პირები სახელმწიფოსგან 200-ლარიან ერთჯერად სუბსიდიას 15 სექტემბრამდე მიიღებენ; ბუნებრივია, მათ შორის მეტი წილი მოსწავლეები მოიაზრება და გამოდის, წინასასკოლო პერიოდში ეს 200 ლარი უდავოდ შეღავათია ოჯახებისთვის.

აქედან გამომდინარე, მასწავლებლებში ერთგვარი უკმაყოფილება გაჩნდა - რატომ არ მოიაზრებოდნენ ბენეფიციართა შორის ისინი, ვინც დისტანციური სწავლებისას „თავაუღებლად იშრომა, იღვაწა და სასწავლო წელიც წარმატებით დაასრულა?“.


მოსწავლეებს თუ ურიგებთ თანხას, მასწავლებლებმა რა დავაშავეთ? - დაახლოებით ასეთი იყო ღვაწლმოსილ პედაგოგთა განწყობა მას შემდეგ, რაც მთავრობის ინიციატივა გაცხადდა. სწორედ ამიტომ, Etaloni.ge-მ გადაწყვიტა გაერკვია, ხომ არ იგეგმება პედაგოგების გარკვეული ფულადი წახალისებაა და ინფორმაციის მისაღებად, ჯანდაცვის სამინისტროს დავუკავშირდით, სადაც გვიპასუხეს, რომ ამ ეტაპზე მასწავლებლებისთვის არანაირი დახმარების გაცემა არ იგეგმება იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ისედაც იღებენ ხელფასს სრულად და პანდემიით გამოწვეული კრიზისი მათ არ შეხებიათ!

ასე რომ, პედაგოგები ამ ეტაპზე სახელმწიფოსგან ვერანაირ დახმარებას ვერ მიიღებენ და მოუწევთ იმ ხელფასით დაკმაყოფილება, რომელსაც აქამდეც სრულად იღებდნენ და შემდეგაც ასევე იქნება.

ასევე იხილეთ:

აპირებს თუ არა სახელმწიფო მასწავლებლების ფინანსურ წახალისებას დისტანციურად გაწეული შრომისთვის?


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება