TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ნაკლებად ვისურვებდი, ეკრანის მიღმა ვხედავდე მოსწავლეების აციმციმებულ თვალებს“ - ზედა საქარის საჯარო სკოლის პედაგოგთა სასექტემბრო მოლოდინი
07-08-2020
-
+


Etaloni.ge სადისკუსიო/სააზროვნო თემების ციკლს აგრძელებს, ამჯერად - სასექტემბრო მოლოდინებსა და სურვილებზე, რომლის ფარგლებში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები გვიზიარებენ თუ როგორ წარმოუდგენიათ და სურთ, რომ იყოს ახალი სასწავლო წელი.

გთავაზობთ, ზედა საქარის საჯარო სკოლის პედაგოგთა სასექტემბრო მოლოდინებს. 

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი თეა უფლისაშვილი:

„პირველ რიგში, იმის მოლოდინი მაქვს, რომ ახალ სასწავლო წელს ახალ, ევროპული სტანდარტებით აგებულ სკოლის შენობაში შევხვდებით, იმედია, პანდემიის ტალღაც არ იქნება მძაფრი და მოგვეცემა სასკოლო გარემოში სწავლის განახლების საშუალება. მართალია, „თიმსის“ პლატფორმა იძლევა სწავლისა და სწავლების კარგ შესაძლებლობას, მაგრამ ვფიქრობ, სასკოლო სივრცე მეტად კომფორტულია, როგორც მოსწავლისათვის, ასევე მასწავლებლისათვის, ამასთან ერთად ხომ სკოლა სოციალური ურთიერთობების და კომუნიკაციის საშუალებაცაა მოზარდებისათვის...“

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი სალომე ელისაშვილი:

„ახალი სასწავლო წელი, ცხადია, მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის და შესაბამისად, მოლოდინიც საუკეთესო მაქვს. განვლილი წელი ცოტა უჩვეულოდ დავასრულეთ, თუმცა წარმატებით (ვგულისხმობ დისტანციურ სწავლებას). ახალ სასწავლო წელს ვისურვებდი, რომ საგაკვეთილო პროცესი ახალ გარემოში  (სრულდება ჩვენი სკოლის მშენებლობა), ახალი მიზნებითა და ახალი გამოწვევებით დაიწყოს და გაგრძელდეს კიდეც. ნაკლებად ვისურვებდი ეკრანის მიღმა ვხედავდე ჩემი მოსწავლეების აციმციმებულ თვალებს და ზარის ხმა ისევ ვირტუალურად გვესმოდეს“.

რუსული ენის პედაგოგი მარეხი თურქაძე:

„სწავლების პროცესი, ჩემი აზრით, ცოცხალი პროცესია, და რა თქმა უნდა, ცოცხალ გაკვეთილს ვერაფერი შეედრება. იქ ხედავ და გრძნობ ყველა მოსწავლის განწყობას, შეიძლება ონლაინ სწავლებისას მეტი თვალსაჩინოების და ინტერნეტ რესურსის გამოყენებაა შესაძლებელი, მაგრამ ჭირს უკუკავშირი. ამას თან ერთვის ის, რომ მოსწავლეთა დიდ ნაწილს არ აქვთ თანამედროვე ტექნიკური საშუალებები და ხარისხიან ინტერნეტთან წვდომა, რაც  ართულებს ონლაინ გაკვეთილების ხარისხიანად ჩატარებას. არაფერს ვამბობ ისეთ მნიშვნელოვან ასპექტზე, როგორიცაა აღზრდა, რომელიც უშუალო კომუნიკაციის გარეშე  თითქმის წარმოუდგენელია.

მათემატიკის მასწავლებელი ნატო აბულაძე:

„2019-2020 სასწავლო წლის მეორე ნახევარი თითქმის მთლიანად სახლებში გავატარეთ და პანდემიით გამოწვეული პრობლემების გამო იძულებულნი გავხდით დისტანციური სწავლების მეთოდები გამოგვეყენებინა, საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა, და მიუხედავად იმისა, რომ არ იყო წინასწარი მომზადება და ონლაინ სწავლების გამოცდილება, მაინც მოხერხდა სასწავლო წლის ჩამთავრება, მაგრამ ეს არ იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო. რადგან დისტანციური სწავლება ვერ შეცვლის ცოცხალ ურთიერთობებს მასწავლებელსა და მოსწავლეს  შორის, რაც ისევე მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის, როგორც კონკრეტული საგნების სწავლა. ყველას მოგვენატრა აჟრიამულებული სკოლა. ყველას გვინდა, რომ სექტემბერში ისევ დავუბრუნდეთ სასწავლო პროცესს სკოლის მერხებთან, კლასებში და არა ონლაინ, ისევ აღვადგინოთ ძველებური ურთიერთობები, თუმცა, ყველას გვესმის, რომ მთავარი ჩვენი, ჩვენი შვილების და ახლობლების ჯანმრთელობაა.

რა თქმა უნდა, დისტანციური სწავლება სულ არაფერს ჯობია, მაგრამ ასეთი განათლება არაა სრულყოფილი. არსებობს პრობლემები, რომლებსაც შეუძლიათ ხელი შეუშალონ მოსწავლეებს ონლაინ სწავლების პროცესში. ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ინტერნეტი არაა ყველასთვის ხელმისაწვდომი, ყველას არა აქვს სახლში კომპიუტერები, ტელეფონები. არსებობენ ოჯახები, სადაც  ორი და მეტი მოსწავლეა და ძნელია კომპიუტერის განაწილება. მცირეა სასწავლო რესურსები, თუმცა დადებითი მხარეც არის - ბავშვებმა განივითარეს კომპიუტერთან მუშაობის უნარები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია 21-ე საუკუნეში. 

დისტანციური სწავლება ვერ შეცვლის სკოლას და ამიტომ დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და აღდგება სასწავლო პროცესი სკოლებში“.

დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი ელენე ჭელიძე: 

„მოლოდინი და იმედი მაქვს, რომ სასწავლო წელი საკლასო გარემოში დაიწყება და ასევე წარიმართება სასწავლო პროცესი, რადგან ვფიქრობ, რომ სკოლა მარტო სწავლა-სწავლება არაა, სკოლამ ხელი უნდა შეუწყოს სოციალურ ურთიერთობებს და სოციალურ ადაპტაციას, რასაც დაწყებით საფეხურზე უდიდესი მნიშვნელობა აქვს“.

ისტორიის მასწავლებელი ნათია ჭიპაშვილი: „მსოფლიოში გავრცელებულმა პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა ახალი გამოწვევევბის წინაშე დაგვაყენა. დისტანციურმა სასკოლო ცხოვრებამ კი მრავალი სირთულის წინაშე დააყენა, როგორც მასწავლებლები, ისე მოსწავლეები. იმედი მაქვს, ახალ სასწავლო წელს სკოლაში შევხვდებით. სკოლაში, სადაც ცოცოხალი საგაკვეთილო პროცესი მეტად საინტერესო, მრავალფეროვანი და ნაყოფიერია.“

სპეციალური მასწავლებელი ნინო აბულაძე: „დისტანციურმა სწავლებამ ახალი შესაძლებლობები შეგვძინა, როგორც მასწავლებლებს, აგრეთვე მოსწავლეებს და მშობლებსაც. ონლაინ სწავლებას, რა თქმა უნდა, ჰქონდა თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე. ვირტუალური კომუნიკაციის სირთულეების მიუხედავად, სსსმ მოსწავლეებთან მშობელთა მხარდაჭერით შედგა დისტანციური სწავლება, მაგრამ მათთვის, ისევე როგორც ტიპური განვითარების მოსწავლეებისთვის, გარკვეული უნარ-ჩვევების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი ურთიერთობები. იმედია, ყველფერი კარგად იქნება და შევძლებთ სასექტემბროდ ახალი სკოლის კედლებში ცოცხალი ჯაჭვის განახლებას: სკოლა, მასწავლებელი, მოსწავლე და მშობელი“.

წერილი გამოგზავნილია თემის: სასექტემბრო მოლოდინები და სურვილები გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გამოცდების ეროვნული ცენტრი საცდელ ტესტირებას ატარებს

დაგეგმილია ასობით პედაგოგის და სპეციალისტის გადამზადება - სტრატეგიის დოკუმენტი გამოქვეყნდა

გამოცდა 3 სექტემბერს NAEC-ში ჩატარდება - ვის ეხება ინფორმაცია და რა უნდა გაითვალისწინონ აპლიკანტებმა  

მე-11 კლასში მოსწავლეების რაოდენობა შემცირდება, სამინისტრო პედაგოგებს შეარჩევს და გადაამზადებს

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები იქნება - ცვლილება იმ აბიტურიენტებს ეხებათ, რომლებმაც მინიმალური ბარიერი ყველა საგანში გადალახეს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

​კლასის დამრიგებლების, ა. ნალბანდიანისა და ვ.კიურეღიანის ხელმძღვანელობით, სკოლის უკანასკნელი დღეები ნამდვილ დღესასწაულად იქცა

 

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის 18 კურსდამთავრებული საქართველოს სხვადსხვა უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ

„გვიხარია და ვამაყობთ, რომ სკოლა „ინტელექტის“ კიდევ ერთ ი მოსწავლე საკუთარ მომავალს საერთაშორისო ასპარეზზე ქმნის“

„სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები გულითადად გილოცავთ ცხოვრების ახალ, საინტერესო ეტაპის დაწყებას“-„ინტელექტი“ სტუდენტობას ულოცავს კურსდამთავრებულებს

თბილისის N117 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან რობოტიკის კლუბი შეიქმნება - გაეცანით დეტალურ ინფორმაციას
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება