სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

სენაკის N7 სკოლაში ''ეტალონს'' პლაკატებით დახვდნენ
29-09-2017
-
+


''ეტალონის'' ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი შემოქმედებით ჯგუფთან ერთად სენაკის N7 სკოლას ესტუმრა. 

გოჩა ტყეშელაშვილმა 2016-2017 სასწავლო წლის ''სენაკის ეტალონ მოსწავლეს'' და ფინალის საპრიზო ადგილის მფლობელ რეზი ხურციას გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ''ეტალონის'' ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი პირადად გადასცა.       

სენაკის N7 სკოლაში ''ეტალონს'' სპეციალურად მოწყობილი კუთხე და პლაკატები წარწერებით - ''მე მიყვარს ეტალონი'', ''სწორი პასუხი ეკრანზე'', ''ეტალონი - განათლება და ღირსება'', დაახვედრეს. 

მოწყობილ ღონისძიებას სენაკის რესურსცენტრის ხელმძღვანელი დარეჯან ზარანდია და ადგილობრივი ხელისუფლებისა და სკოლების წარმომადგენლები, დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ. 

შეხვედრის ბოლოს, ინტელექტ-შეჯიბრის ავტორმა და წამყვანმა მოსწავლეებს წარმატებები უსურვა. 


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება