სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის მოსწავლეებმა ნარკომანიის წინააღმდეგ პროექტი მოამზადეს
03-08-2020
-
+


„ვირჩევთ ბედნიერებას და თავისუფლებას, დამოკიდებულების გარეშე“ - ამ მოწოდებით იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს ვიდეომასალა მიუძღვნეს.  

„ნარკომანია მხოლოდ დაავადება როდია, იგი ცხოვრების წესია, გზა, რომელსაც ადამიანი ინტელექტის, ფიზიკური სხეულისა და სულის განადგურებამდე მიჰყავს. სამწუხაროდ, უკანასკნელ წლებში მოხდა ნარკომანიის გაახალგაზრდავება, ვფიქრობთ, რომ ამის ძირითადი მიზეზი არის მძიმე სოციალური პირობები (რეალური ცხოვრებიდან თავის დაღწევის სურვილი) და საზოგადოების ნარკოტიკების შესახებ მწირი და არასწორი ინფორმირება.

ახალგაზრდა თაობის ცხოვრების სწორი მიმართულებით სვლა, ჯანსაღი ცხოვრების წესის გააზრება თანამედროვე სკოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, ამის ნათელი გამოხატულებაა მე-2 საჯარო სკოლის Xა კლასის (დამრიგებელი ელისო ბაღდავაძე) მოსწავლეთა მიერ მომზადებული საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის პროექტი. პროექტის მთავარი სლოგანი „ვირჩევთ ბედნიერებას და თავისუფლებას, დამოკიდებულების გარეშე“- არის ერთგვარი გზავნილი ყველა ასაკის ადამიანისათვის და განსაკუთრებით მოზარდებისთვის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის გზაზე“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეოები






კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 

განახლებული წესები და მოთხოვნები მასწავლებლებისთვის - საშინაო დავალებები ელჟურნალში უნდა აიტვირთოს

სამინისტრო მოსწავლეებისთვის ლინზიან კომპასებს და რესპირატორებს ყიდულობს 

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება