სიახლეები
ეტალონი

''მოხარულები ვიქნებით, თუ ''ეტალონის'' ფინალი ჩვენს ახალ მწვანე თეატრში გაიმართება'' - ''ცაგერის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა
27-09-2017
-
+


ინტელექტ-შეჯიბრმა ახალი სეზონი 2016-2017 სასწავლო წლის გამარჯვებული რეგიონიდან, ცაგერიდან დაიწყო. 

ღონისძიება ილია მართლის სახელობის გიმნაზიაში ჩატარდა და მას უპრეცედენტო რაოდენობის გულშემატკივარი ესწრებოდა. ინტელექტ-შეჯიბრზე ''ცაგერის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა.

ღონისძიებას ცაგერის გამგებელი რევაზ ბენიძე, მერობის კანდიდატი ავთანდილ უგრეხელიძე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ბაქარ ყურაშვილი, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი სილაგაძე, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

''ცაგერის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს ლაცორიის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ნინო სილაგაძე დაეუფლა.

''ცაგერის ეტალონმა მოსწავლემ'' ნინო სილაგაძემ Etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ''ეტალონში'' გამარჯვება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია:

''ეტალონი'' ძალიან  მნიშვნელოვანი პროექტია. მას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემი მომავლისთვის და რაც ყველაზე მთავარია, განათლებისთვის. ღონისძიება იყო ძალიან კარგად ორგანიზებული და სანახაობრივი. ყველაფერმა კარგად ჩაიარა.''

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე გუშინდელი დღის ემოციებსა და შთაბეჭდილებებზე საუბრობს: 

''ცაგერში ძალიან მასშტაბური ღონისძიება გაიმართა. ''ეტალონში'' მთელი ლეჩხუმის ახალგაზრდობა იყო ჩართული. ეს სახალხო დღესასწაული გახლდათ. ჩვენი საზოგადოების მთავარი პრობლემა განათლების დეფიციტია, ინტელექტ-შეჯიბრი კი სწორედ განათლების პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ძალიან ბედნიერი დღე იყო ლეჩხუმელებისთვის.''

ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელი რევაზ ბენიძე აღნიშნავს, რომ ''ეტალონი'' ძალიან წარმატებული პროექტია ეტალონი:

''რასაც გოჩა ტყეშელაშვილი აკეთებს, ეს არის მამულიშვილური საქმე. კმაყოფილი ვარ, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი სამი წლის განმავლობაში 2-ჯერ იყო გამარჯვებული. ''საქართველოს ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს ბარდნალის სკოლის მოსწავლე მარიამ ჩარკვიანი და ლაილაშის სკოლის მოსწავლე ვახტანგ ჩაჩხიანი დაეუფლნენ. ინტელექტ-შეჯიბრმა ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია. ''ეტალონში'' ყველა სკოლა ჩაერთო. დარბაზი სავსე იყო გულშემატკივარით. მადლობის მეტი რა მეთქმის ბატონი გოჩასთვის. იმედი მაქვს, რომ გააგრძელებს ამ დიდ საქმეს და ჩვენც ყველანაირად გვერდში დავუდგებით.''

ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის სამახურის განათლების, კულტურისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების ხელმძღვანელი ლელა ლომთაძე თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს:

''ძალიან დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. ყველაფერი ორგანიზებულად ჩატარდა. ჩვენ გვყავს არამარტო მცოდნე ახალგაზრდები, არამედ მუსიკალურადაც ნიჭიერები, ისინი ყოველმხრივ განვითარებულები არიან. გვყავს სახალხო ცეკვის ანსაბლი ''ლეჩხუმი''. მათ ახალი ნომრით გააფორმეს ღონისძიება. ასევე, გვყავს ბავშვთა ფოლკლორული ანსაბლი. ისინი ერევანში არიან მიწვეულები. გუნდს ხელმძღვანელობს ლია სტეფანოვა. ძალიან სასიხარულოა, რომ სწორედ ცაგერიდან დაიწყო ''ეტალონის'' წლევანდელი გამარჯვებული. შესანიშნავი ღონისძიება იყო. მინდა მოგახსენოთ, ჩვენთან იხსნება ახალი მწვანე თეატრი, რომლის ანალოგი საქართველოში არ არის, და ჩვენი დიდი სურვილია, რომ აქ გაიმართოს 2017-2018 სასწაცლო წლის ''ეტალონის'' ფინალი. რაიონისთვისაც ძალიან კარგი იქნება და ლეჩხუმს გაიცნობს მთელი საქართველო.''

ცაგერის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ირაკლი სილაგაძე აღნიშნავს, რომ ''ეტალონის'' წყალობით, სკოლების გააქტიურება ხდება:  

''ძალიან შთამბეჭდავი ღონისძიება იყო. ინტელექტ-შეჯიბრში ყველა სკოლა ჩაერთო და იმ სკოლებმა, რომლებმაც შარშან ვერ წარმოაჩინეს თავიანთი თავი, წელს უმაღლესი შედეგები აჩვენეს. ღონისძიება ყველანაირად კარგად ორგანიზებული იყო. მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ რეგიონის დეპუტატისგან კიდევ ერთი საჩუქარი მიიღო ვახტანგ ჩაჩხიანმა. ვახტანგი ერთი წლის განმავლობაში 150 ლარს მიიღებს ყოველთვიურად. ჩემთვის ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მაქსიმალურად ხელს უწყობს საგანმანათლებლო სისტემის განვითარებას რეგიონებში. ინტელექტ-შეჯიბრი ახალი იდეების გამჟღერებელი და განმახორციელებელია. ამის დამადასტურებელია ისიც, რომ გუშინ გოჩა ტყეშელაშვილმა ახალი პროექტი izrune.ge გაგვაცნო.''

''ცაგერის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი ნინო სილაგაძე ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. 

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. ''ეტალონი" 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''. 

იხილეთ ფოტოები სრულად


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

დირექტორებმა პედაგოგთა შეფასება 31 იანვრამდე უნდა ასახონ ბაზაში და წარუდგინონ მასწავლებლის სახლს 

გამოცდებთან დაკავშირებით NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ორშაბათს სკოლები და ბაღები დაისვენებს

სკოლაში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის ანაზღაურება თვეში 150 ლარი იქნება - 

„ნაძვის ხემ თქვა: ბარბარობას დამასწარით და ნათლისღებას გამასწარითო“...

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

დამრიგებელმა ჟუჟუნა მარკოიძემ მოსწავლეებს, შობა-ახალი წელი მიულოცა და ბედნიერი დღესასწაულები უსურვა

საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას სხვადასხვა ქვეყნის საახალწლო ტრადიციები გააცნეს

საინტერესო

2026 წლის პირველი გაკვეთილი: როგორ გავუმარტივოთ სასკოლო რიტმში დაბრუნება მოსწავლეებს?

გოგოს ყველაზე პოპულარული სახელი წელს ნიცა, ბიჭის კი ალექსანდრე იყო  - პოპულარაული სახელების ხუთეული

სიახლეები
საზოგადოება