სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სასურველია სწავლა ჩვეულ რეჟიმში აღდგეს“- სკოლის დირექტორები სასექტემბრო სურვილებსა და მოლოდინებზე
28-07-2020
-
+


Etaloni.ge სადისკუსიო/სააზროვნო თემების ციკლს აგრძელებს, ამჯერად - სასექტემბრო მოლოდინებსა და სურვილებზე, რომლის ფარგლებში სკოლის დირექტორები გვიზიარებენ თუ როგორ წარმოუდგენიათ და სურთ რომ იყოს ახალი სასწავლო წელი. 


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლის დირექტორი ამირან დობორჯგინიძე:

„სასურველია სწავლა ჩვეულ რეჟიმში აღდგეს, მაგრამ თუ საჭიროება დისტანციურ სწავლებას მოითხოვს სკოლა მზადაა ნებისმიერი ტიპის სწავლებას აუწყოს ფეხი. მისაღებად მიმაჩნია შერეული სწავლების სისტემა. ჯერჯერობით საქართველოში პანდემიასთან დაკავშირებით საგანგაშო სიტუაცია არ არის და ვიმედოვნებ სწავლა სასკოლო ოთახებში აღდგება. რაც შეეხება განვლილ დისტანციურ სწავლებას მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი, ონლაინ სწავლებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მშობლებიც. მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაამთავრეს. წელს სკოლას 2 ოქროს მედალოსანი მოსწავლე ჰყავს“. 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კალინინოს​ საჯარო სკოლის დირექტორი ზამილა მამედოვა:

„სწავლის 15 სექტემბერს განახლების სურვილი და მოლოდინი მაქვს და მჯერა რომ აუცილებლად განახლდება, ვფიქრობ რომ ვასწავლით 2 ცვლაში, საბაზო და საშუალოს დაყოფენ და ცვლების მიხედვით ისწავლიან მოსწავლეები“. 

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა გრიგორიანი: 

„დიდი იმედი მაქვს რომ სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება, საქართველოს მთავრობა და განათლების სამინისტრო სწავლის გასაახლებლად ყველაფერს აკეთებს და ჩვენც იმედით ვართ აღსავსე. ბავშვებსაც მოენატრათ სკოლა და იმედი აქვთ რომ სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება“.

მასალა მომზადებულია თემის: სასექტემბრო მოლოდინები და სურვილები გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება