სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბი მასშტაბური გარემოსდაცვითი კონკურსის პირველი ეტაპის ერთ-ერთი გამარჯვებულია
23-07-2020
-
+


ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბი გარემოსდაცვითი კონკურსის - ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020“ პირველი ეტაპის ერთ-ერთი გამარჯვებულია. 

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის 27 ნახევარფინალისტ სკოლას შორის, ხეთის საჯარო სკოლის ეკო კლუბი „ტყის მცველნი“ მეორე ადგილზეა.

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბელები მადლობას უხდიან კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს CENN და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის კოორდინატორს, მაია კოდუას, უზომოდ დიდი შესაძლებლობებისთვის, საინტერესო და დამამახსოვრებელი წლებისთვის, მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.

ახალგაზრდულ გარემოსდაცვით კონკურსს, გლობალური მიზნების შესაბამისად, გარემოს უკეთესობისაკენ შესაცვლელად 2019-2020 საკონკურსო წლის განმავლობაში 360 ეკოკლუბი შეუერთდა.

კონკურსის ორგანიზატორია CENN, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტთან ერთად. კონკურსი ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის პროექტის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით. მისი პარტნიორები არიან სახელმწიფო, საზოგადოებრივი, სამეცნიერო და კერძო ორგანიზაციები ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე.

ხეთის საჯარო სკოლის ეკო კლუბი 2015 წლიდან თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-თან. ამ წლების განმავლობაში „ტყის მცველნის“ შემადგენლობა რამდენჯერმე შეიცვალა, ბუნების სიყვარული და მასზე ზრუნვა კი ყველა წევრისთვის კვლავ უპირველესი მიზანია. გუნდის მუშაობის ხუთწლიანმა პერიოდმა სასიკეთოდ შეცვალა ეკოკლუბელი მოსწავლეების ცხოვრება, სკოლის ყოველდღიურობა და მნიშნველოვნად გაზარდა თემის გარემოსდაცვითი ცნობიერების დონე.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება