სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ახალგაზრდებს ერთმანეთის სიყვარულს, პატივისცემას და ერთობას ასწავლით!“-ძევრის საჯარო სკოლას მოსწავლის მშობელმა მადლობის ნიშნად ჩანახატი მიუძღვნა
23-07-2020
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის ძევრის საჯარო სკოლას მოსწავლის მშობელმა, ნინო ფანჩულიძემ მადლობის ნიშნად ჩანახატი მიუძღვნა. სკოლამ მადლობა ბავშვებში ცხოველების მიმართ სიყვარულის გაღვივების გამო დაიმსახურა. ძევრის სკოლის ეზოში ფილმი "ჰაჩიკო" აჩვენეს. ფილმის ჩვენებას ბევრი მაყურებელი დაესწრო.

„საღამოს სამსახურიდან სოფელს მივაშურე შვილების მოსანახულებლად. განსაკუთრებით ხმაურიანი ზაფხულში ჩემი სოფლის შუკები...მდინარიდან მომავალი ბავშვებით დახუნძლული.... ორღობებს რომ მოუყვებიან ომახიანი შეძახილით....ამ საღამოს უჩვეულო სიმრავლემ მიიქცია ჩემი ყურადღება და სოფლის სკოლის გზას მეც დავადექი....სკოლის ეზოში- ბავშვებს, დედებს, მამებს, ბებიებს მოეყარათ თავი....უზარმაზარი ეკრანი თეთრ შუქს აფრქვევდა ...
სამარისებური სიჩუმე სუფევდა...სკოლის დირექტორმა ბავშვებს ფილმის სათაური გამოუცხადა და ჩვენებაც დაიწყო....ბავშვებს შორის ჩემი შვილების სახებსაც წავაწყდი....კარგა ხანს ჩუმად „კულისებიდან“ ვაკვირდებოდი ამ ყველაფერს და მხოლოდ ინტერესიან სახეებს ვხედავდი, გაფაციცებით რომ ადევნებდნენ ეკრანს თვალს... მადლობა მანუჩარ ფანჩულიძეს...მადლობა ძევრის სკოლას...მადლობა მშობლებს და შვილებს. ეს ყველაფერი ხომ ერთ პატარა სოფელში ხდება, სადაც ახალგაზრდებს ერთმანეთის სიყვარულს, პატივისცემას, მეგობრობას და ერთობას ასწავლით! მხოლოდ წარმატებები მინდა გისურვო შენს პატარა მეგობრებთან, მომავალ თაობებთან ერთად....მათთვის ხომ ბოლომდე იხარჯები...ვიცი წინ კიდევ ბევრი კარგი გამოწვევა იქნება“,-წერს ნინო ფანჩულიძე.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 

განახლებული წესები და მოთხოვნები მასწავლებლებისთვის - საშინაო დავალებები ელჟურნალში უნდა აიტვირთოს

სამინისტრო მოსწავლეებისთვის ლინზიან კომპასებს და რესპირატორებს ყიდულობს 

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება