სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი

„ეტალონის“ ჭიათურის კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
17-07-2020
-
+


15 ივლისს „ეტალონის“ დისტანციურად ჩატარდა, რომელშიც ჭიათურის 33 სკოლის 165-მა მოსწავლე მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის შესახებ მონაწილეებისთვის 4 კითხვა დაისვა.

ჭიათურის „ეტალონი მოსწავლე“ მე-5 საჯარო სკოლის IX კლასელი კარლო ცუცქირიძე გახდა. მეორე ადგილზე სოფელ ხრეითის პირველი საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ქრისტინე ჯავახაძე გავიდა. მე-3 პოზიცია კი მე-7 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლემ ანა ჩაჩანიძემ დაიკავა.

17 ივლისს, ,,ეტალონში“ პირველ სამ ადგილზე გასულ ჭიათურელ მოსწავლეს ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ უმასპინძლა, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ჭიათურის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი ნუგზარ მიროტაძე და სკოლის დირექტორები. მერმა მოსწავლეებს ინტელექტ-ჩემპიონატში წარმატებით გამოსვლა მიულოცა და მათ სამახსოვრო სიგელები და წიგნები გადასცა.

„გილოცავთ პროექტში წარმატებულ გამოსვლას. თქვენ, ინტელექტუალი ახალგაზრდები არა მხოლოდ ჭიათურის, არამედ მთელი საქართველოს მომავალი ხართ. გისურვებთ კიდევ უფრო დიდი წარმატებების მიღწევას ცხოვრებაში“ - განაცხადა ჭიათურის მერმა მოსწავლეებთან შეხვედრისას.

„ეტალონის“ დისტანციური ფორმატის კონკურსი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ჭიათურის რესურსცენტრის აქტიური მხარდაჭერით ჩატარდა.

იხილეთ ასევე: 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის „ეტალონის“ დისტანციური კონკურსის შედეგები ცნობილია

ჭიათურელი მოსწავლეებისთვის „ეტალონი“ დისტანციურ ჩემპიონატს გამართავს

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება