სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

,,ჩვენ პირველები ვართ საქართველოში“ - ონლაინ კონფერენცია ,,უკეთესი განათლებისთვის“
16-07-2020
-
+


საქართველოში პირველად მოსწავლეთა ონლაინ კონფერენცია ,,უკეთესი განათლებისთვის“ ჩატარდა. საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ონლაინ კონფერენციის გამართვის იდეა საქართველოს საპატრიარქოს ზუგდიდის წმ. გიორგის სახელობის გიმნაზიის უფროს მასწავლებელ მზია დარასელიას გაუჩნდა, ხოლო პროექტი საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევითმა ინსტიტუტმა პარტნიორ ორგანიზაციებთან - ზუგდიდის  ეპარქიის ახალგაზრდული ცენტრი, ტრენინგ-ცენტრი ,,ცოდნა“, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ბიბლიოთეკის მართვის ცენტრი - ერთად განახორციელა.  

- შევეცადეთ, შემოქმედებითად განგვეწყო მოსწავლეები მაშინ, როცა ყველანი სამყაროსგან იზოლირებულად - ,,ზღურბლს მიღმა“ ვიმყოფებოდით და ინტერნეტ სივრცე მიზანმიმართულად გამოგვეყენებინა. პანდემიის პირობებში სამყაროს ახლებური განცდის საშუალება მოგვეცა. იქნებ კიდევ ერთხელ უნდა გაცხადებულიყო ბიბლიური სიბრძნე ,,მარადის მღვიძარებაზე“ კაცობრიობის სასიკეთოდ… თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეპოქაში საჭირო გახდა ახალგაზრდებისთვის შემოქმედებით, ანალიტიკურ აზროვნებასთან ერთად რთულ სიტუაციებში ადაპტირების, განსხვავებულ სოციალურ-კულტურულ გარემოსთან ეფექტური კომუნიკაციის უნარების ჩამოყალიბებისთვის ხელშეწყობა, რომ მაღალ პიროვნულ თვისებებთან და პროფესიონალიზმთან ერთად შეეძლოთ საკუთარი ქვეყნის პრიორიტეტების განსაზღვრა, მათ შესანარჩუნებლად მოქმედება და თავიანთი შესაძლებლობების მუდმივი განვითარება, - აღნიშნა საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა ლია ბუკიამ.   

ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების - ზუგდიდის, წალენჯიხის, ხობის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებმა.

- ჩვენდა სასიხარულოდ უნდა ითქვას, რომ გამოგვეხმაურნენ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის მოსწავლეები. ბევრი საინტერესო და კრეატიული ახალგაზრდა აღმოვაჩინეთ. მოსწავლეებს მიეცათ საშუალება, თავისუფლად წარმოეჩინათ საკუთარი ნაშრომები, ემსჯელათ პრობლემურ საკითხებზე, მოეწოდებინათ ნოვატორული იდეები. გამოიკვეთა სკოლებს შორის პარტნიორული ურთიერთობის სურვილი, რაც ერთმანეთთან დაამეგობრებს სხვადასხვა რეგიონის მოსწავლე-ახალგაზრდებს და ხელს შეუწყობს პედაგოგებს შორის ურთიერთთანამშრომლობას, იდეების გაცვლას და გამოცდილების გაზიარებას. 
     

საგანმანათლებლო აზროვნების სტილისა და კულტურული კომპეტენციების განსაზღვრაში ვითვალისწინებთ საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო პროგრამის დირექტივებს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ეპისტოლეში გამოთქმულ შეხედულებებს განათლების საკითხებთან დაკავშირებით: ,,ჩვენ უნდა გვქონდეს ჭეშმარიტებაზე დაფუძნებული ანალიტიკური აზროვნების უნარი, რომ გავარჩიოთ,  რა არის მისაღები და რა - უარსაყოფი“. გავიაზროთ, როგორ დავძლიოთ ესა თუ ის პრობლემა, - განაცხადა ლია ბუკიამ. 

კონფერენციაში მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონიალი 25 აგვისტოს ქ. ზუგდიდში გაიმართება, სადაც გაიცემა ირმა ჭკუასელის სახელობის სტიპენდია - 1000 ლარი. სასწავლო ვაუჩერი საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის ინიციატივით დაწესდა. 

- შემოდგომაზე მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდება. შესანიშნავი ახალგაზრდობა მოდის. ჩვენი მიზანია, გამოვავლინოთ საკუთარი იდეების გენერირების უნარით დაჯილდოებული ახალგაზრდები, წავახალისოთ და ხელი შევუწყოთ მათ განვითარებას, - დასძინა ლია ბუკიამ. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მეორადი ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დაიწყო - ინსტრუქცია, ცნობარი და ყველა მნიშნელოვანი დეტალი ცნობილია 

მასწავლებლის დღეს გილოცავთ ! - 60 წელი პედაგოგების სტატუსის დაცვიდან

 

სკოლებისა და ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფლი თახნა წინა წელთან შედარებით შემცირებულია

 

 

სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას 2027 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

განსაკუთრებული ყურადღება, ტრადიციულად, პირველკლასელებს დაეთმო

მოსწავლის ნაშრომი შეირჩა საუკეთესოთა შორის და გამოქვეყნდა ამავე სახელწოდების წიგნში

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება