სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„თუ ყველაფერი რაც საჯარო სკოლაშია, ერთი ერთზე განხორციელდება კერძოშიც, რაში უნდა გადაიხადოს თანხა მშობელმა!“
29-07-2020
-
+


მასწავლებელის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემა, რომელიც მწვავე განხილვის საგნად იქცა, როგორც ირკვევა, არა მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე - ანუ საჯარო სკოლებზე, არამედ კერძო სასწავლო დაწესებულებებზეც ვრცელდება.

„სქემის მოქმედება ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირების - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე სქემაში ჩართული კერძო სამართლის იურიდიული პირების - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებზე,  ადმინისტრაციებსა და მასწავლებლებზე“, - ვკითხულობთ სქემის პირველი თავის, N1 მუხლის, მესამე პუნქტში და აქ განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი ძალიან დიდ საფრთხეს ხედავს, რადგან მიიჩნევს, კერძო სკოლების მოქცევა მარწუხებში, კარგს არაფერს მოგვიტანს.

„აქამდე, სქემა ეხებოდა საჯარო სკოლებს, ახლა კერძო სკოლებსაც ავალდებულებენ, დაემორჩილონ, რატომ?! რატომაა კერძო სკოლები ასეთ მარწუხებში მოქცეული?!

კერძო სკოლაში მშობელი იხდის თანხას, არსებობს საზოგადოებრივი დაკვეთა და მშობელი - ბაზარი არეგულირებს ბევრ რამეს. არ ვამბობ, რომ სახელმწიფომ არ უნდა გააკონტროლოს ეს ყველაფერი, მაგრამ არა იმ დოზით, რა დოზითაც შეჭრილია სახელმწიფო კერძო სექტორში.

საქმე ის გახლავთ, რომ სახელმწიფოს განსაზღვრული აქვს მინიმალური სტანდარტი; სტანდარტებიდან გამოდის პროგრამები, ეროვნული სასწავლო გეგმა... კონსტიტუციის თანახმად, სტანდარტს აკონტროლებს ცენტრალური ხელისუფლება და არა ქვესტრუქტურები, რომლებიც არის მილიონი, ყველა შეჭრილია კერძო სკოლაში და ვისაც არ ეზარება,  წეწავს. ეს არის არადემოკრატიული სახელმწიფოს ნიშან-თვისება.

არავინ დავობს - სტანდარტი უნდა გაკონტროლდეს, მაგრამ კერძო სკოლა რომელი სახელმძღვანელოთი შეასრულებს ამ სტანდარტს, სახელმწიფოს არავინ ეკითხება! ეს არის, პრაქტიკულად, მათი შიდა სამზარეულო, საიდუმლო, რომელსაც თუ გაეცნობა სამინისტრო, არ უნდა გახადოს ეს ინფორმაცია საჯარო.

რაც შეეხება, მასწავლებლების საკითხს - თუ ყველაფერი რაც საჯარო სკოლაშია, ერთი ერთზე განხორციელდება კერძოშიც, მაშინ რაში უნდა გადაიხადოს თანხა მშობელმა - მხოლოდ იმაში, რომ გახანგრძლივებულში დატოვოს ბავშვი?! გახანგრძლივებული საჯარო სკოლებშიცაა, მშობელი კი  თანხას იხდის იმაში, რომ იქ ასწავლიან ძირითად საგნებს გაორმაგებული დოზით სხვადასხვა სახელმძღვანელოთი, საერთაშორისოდ აღიარებული წიგნებით; გარდა ამისა, ჰყავთ საგულდაგულოდ შერჩეული კადრები და გაუგებარია, რატომ შლიან ამ ყველაფერს, ვინ ეკითხებათ? კერძო სკოლაში კარგი მასწავლებელი თუ არ იქნება, მშობელი ხომ არ მიიყვანს იქ შვილს“, - აცხადებს მანანა ნიკოლაიშვილი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გამოცდების ეროვნული ცენტრი საცდელ ტესტირებას ატარებს

დაგეგმილია ასობით პედაგოგის და სპეციალისტის გადამზადება - სტრატეგიის დოკუმენტი გამოქვეყნდა

საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების წესში შესული ცვლილებები კანონში აისახა

გამოცდა 3 სექტემბერს NAEC-ში ჩატარდება - ვის ეხება ინფორმაცია და რა უნდა გაითვალისწინონ აპლიკანტებმა  

მე-11 კლასში მოსწავლეების რაოდენობა შემცირდება, სამინისტრო პედაგოგებს შეარჩევს და გადაამზადებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
ცერონისის საჯარო სკოლის მოსწავლემ ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
 

სკოლაში ამაყობენ კურსდამთავრებულის მიღწევებით და მას წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უსურვებენ

სკოლაში ახარებთ, რომ მათმა მრავალწლიანმა შრომამ შედეგი გამოიღო

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება