სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მეორე სემესტრის მასალა არ ყოფილა; პირდაპირ წყაროში გეწერა პასუხები“ - აბიტურიენტებს ისტორიის გამოცდის ბოლო ვარიანტი გაუადვილდათ
13-07-2020
-
+


აბიტურიენტების უმრავლესობა ისტორიის ბოლო გამოცდიდან კმაყოფილი გამოვიდა. მათი თქმით, ტესტში მეორე სემესტრის მასალა არ შესულა, საკითხები კი ძალიან მარტივი იყო და პრაქტიკულად ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა, რუკის და წყაროს დახმარებით შეეძლოთ.

გთავაზობთ, 173-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტების შეფასებებს:

„მე-12 კლასიდან მხოლოდ პირველი სემესტრის საკითხები იყო შეტანილი მეორე სემესტრის მასალა არ ყოფილა. უმარტივესი იყო, თავიდან კითხვები მოვიდა საბერძნეთის რეფორმებზე. შემოსახაზ ტესტებიც მარტივი იყო და ქრონოლოგიაც. რომის იმპერიაზე იყო, ევროპაზე კითხვები. რუკა იყო სულეიმან პირველზე ვენას ალყა რომ შემოარტყა და პირდაპირ წყაროში გეწერა პასუხები. კითხვა იყო რომელ ქალაქს შემოარტყა ალყაო და ვენა წითლად გაქვს მონიშნული გარშემო ალყა აქვს და იქ გქონდა ფაქტიურად ყველაფერი. აშშ-ს სამოქალაქო ომზეც იყო რუკიდან კითხვები, პირველად გავაკეთე რუკა აშშ ზე. ილუსტრაცია ლაღიძის წყლებზე იყო, რომელი პროდუქტია გამოყენებულიო და წყალი იქვე ეწერა. ყველაფერი ილუსტრაციაზე იყო მოცემული", - გვითხრა ქეთი კაკუშაძემ.

„17 ქულიანი მთავარი დავალება წყარო რაც არის ეგ მოვიდა ქართლის ცხოვრებიდან ლუარსაბ მეფეზე და მისი მეფობის მოვლენების ანალიზი იყო. მაგ დავალების იმედზე გავედი და კმაყოფილი ვარ. ღია და დახურულ კითხვებში უფრო მეტი შეკითხვა იყო მსოფლიო ისტორიიდან, უფრო შუა საუკუნეებს ეხებოდა. ილუსტრაციაზე ლაღიძის წყლების აბრა იყო და ცოტა გამიჭირდა. რუკაზე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის სამოქალაქო ომი იყო მოცემული", - გვითხრა აბიტურიენტმა.

„ეგრე რაა, ძალიან მარტივი იყო. ბედნიერი და კმაყოფილი ვარ. კითხვებიც მომეწონა, რუკაც უმარტივესი იყო. წყაროც მშვენივრად დავწერე და კარიკატურა საერთოდ უმარტივესი იყო" - აღნიშნავს აბიტურიენტი.

„კმაყოფილი ვარ, კითხვები ძირითადად მსოფლიო ისტორიიდან იყო. კარიკატურა უმარტივესი იყო ლაღიძის წყლების სარეკლამო აბრა იყო მოცემული. რუკაზე აშშ იყო და პრაქტიკულად ყველა კითხვაზე პასუხი იქვე გქონდა. წყარო ლუარსაბ მეფეზე იყო", - გვითხრა აბიტურიენტმა.

ისტორიის გამოცდა დასრულდა და აბიტურიენტებს 14 და 15 ივლისს მათემატიკის გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

„სისტემის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი პედაგოგების ღვაწლის სათანადოდ დაფასებაა“...

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება