სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებელი ქეთევან ღლონტი გვესაუბრება, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე მასწავლებელი
10-07-2020
-
+


Etaloni.ge სადისკუსიო/სააზროვნო თემების ციკლს აგრძელებს, ამჯერად თანამედროვე მასწავლებელზე, რომლის ფარგლებში დირექტორები, მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები საკუთარ მაგალითებს და ხედვებს გვიზიარებენ.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების უფროსი მასწავლებელი ქეთევან ღლონტი გვესაუბრება, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე მასწავლებელი:

„ჩვენ გავიზარდეთ ტრადიციული სკოლის მოდელით, მიუხედავად იმისა, რომ გვყავდა უნიჭიერესი მასწავლებლები, მოსწავლესა და მასწავლებელს შორის იყო რაღაც დისტანცია. დღეს თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში როცა ხარ და გქვია მასწავლებელი, პირველ რიგში, უნდა იყო თითოეულ მოსწავლესთან თბილი და მზრუნველი, ყველა შენი მოსწავლე საკუთარი შვილივით უნდა შეიყვარო, მისი ბავშვური, ლამაზი სამყარო დაინახო და დაუმეგობრდე. როცა შენ შეძლებ ამ სიყვარულის დათესვას აი, მაშინ ხარ ძლიერი, დანარჩენი უკვე თავისთავად მოდის. სწავლების მოტივაცია ჯანსაღი სასწავლო გარემო ჯანსაღ ურთიერთობებზეა აგებული.  უპირველესი მოვალეობაა, აღზარდო თანამედროვე ჰუმანური, სამშობლოს მოყვარული, კაცთმოყვარე, პასუხისმგებლიანი მოქალაქე. სკოლას დიდი როლი აკისრია, ამიტომაც თანამედროვე მასწავლებელმა ყველა გამოწვევას უნდა უპასუხოს. მასწავლებელი ყველა სიახლეებს მუდმივად უნდა ეცნობოდეს და მას სისტემატურად აწვდიდეს მოსწავლეს. დღეს კი როცა რეალურად დაგვიდგა საჭიროება გაძლიერებისა, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა სწორედ ჩვენ დაგვეკისრა. პანდემიის პირობებში სტრესულ მდგომარეობაში დღეს თანამედროვე მასწავლებელმა ღირსეულად შეასრულა თავისი მოვალეობა. მე მიმაჩნია, რომ ეს იყო სწორედ ის გამოცდა, რომელიც ყველა მასწავლებელმა ჩააბარა, გამოცდა, რომელმაც აჩვენა თანამედროვე პედაგოგის ძალა და უნარი“-აღნიშნავს ქეთევან ღლონტი.

სტატია გამოგზავნილია - თემის - თანამედროვე მასწავლებელი - აქტიური და პროფესიონალი გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება