სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რა არ უნდა ჩაიცვათ გამოცდაზე? - გამოსადეგი რჩევები აბიტურიენტებს
05-07-2020
-
+


მთელი ქვეყნის სკოლადამთავრებულები ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ემზადებიან. პირადობა, საგამოცდო ბარათი, კალამი, წყალი, იღბლიანი თილისმანი - აუცილებელი ატრიბუტების სიაში პანდემიამ კორექტივები შეიტანა და ნუსხას წელს პირბადე შეემატა. მოსამზადებელია საგამოცდო ტანსაცმელიც, მაგრამ რა უნდა ჩაიცვათ, ან არ ჩაიცვათ გამოცდაზე იმისთვის, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ?

გამოცდებზე ჩაცმულობის გამო არავინ შეგაფასებთ, ამიტომ შეარჩიეთ სამოსი, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობთ და თქვენთვის ორგანულია. ამოარჩიეთ რაიმე თქვენი ყოველდღიური გარდერობიდან და ექსპერიმენტებს ნუ ჩაატარებთ. ეცადეთ მოერიდოთ ახალ ტანსაცმელს და ფეხსაცმელს, რადგან შესაძლოა უცვეთელმა ფეხსაცმელმა ფეხი გატკინოთ, ზედატანმა კი გამოცდაზე შეგაწუხოთ. ასევე არ გირჩევთ კლასიკურ ტანსაცმელს - საქმიან პიჯაკს, მკაცრი სტილის პერანგს და შავ შარვალს, არ შეარჩიოთ ვიწრო და მჭიდრო ფეხსაცმელი. მოირგეთ რაც შეიძლება ჰაეროვანი და მსუბუქი სამოსი, რომ საგამოცდო საკითხებზე კონცენტრირებაში არაფერმა შეგიშალოთ ხელი.

ასევე, ეცადეთ ბუნებრივი მასალისგან დამზადებულ, ღია ფერის სამოსს მიანიჭოთ უპირატესობა, ასეთი ტანსაცმელი ჰაერგამტარია და სიცხეს უკეთესად უმკლავდება. ხელოვნური მასალისგან დამზადებულ ტანსაცმელში სხეული „არ სუნთქავს“ ამიტომ შესაძლოა, ნერვიულობის ფონზე გაოფლიანდეთ და დისკომფორტი შეგექმნათ. განსაკუთრებით ეს ეხება პერანგებს, რომელიც თქვენს სხეულს პირდაპირ ეხება. 

რაც შეეხება ტანსაცმლის ფერს, ფსიქოლოგების აზრით, მწვანე და ლურჯი ფერები ტვინის მუშაობას ააქტიურებს, შინდისფერი თავდაჯერებულობას შეგმატებთ, ნაცრისფერი კი დამამშვიდებლად მოქმედებს. 

საერთო ჯამში კი, თუ რას ჩაიცვამთ გამოცდაზე, პრინციპული არ არის. ასე, რომ დიდად ნუ გაირჯებით თქვენს იერსახეზე, უკეთესია თუ დროს მასალის შესწავლასა და გადამეორებაში დახარჯავთ. მაგრამ ზოგჯერ სწორად შერჩეულმა სამოსმა შესაძლოა დადებითი გავლენა მოახდინოს თქვენს განწყობასა და შრომისუნარიანობაზე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

რა უნა გავაკეთოთ და რისი გაკეთება არ შეიძლება გამოცდის წინა დღეს - პრაქტიკული რჩევები აბიტურიენტებს

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში ბავშვებს გარემოსო დაცვასა და ბუნების მოფრთხლებას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან,

მოსწავლეები ნერგების ზრდა-გახარებას მომავალშიც დააკვირდებიან
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება