სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„შეიძლება მთელი წელი სპეციალური ცხრილით მოგვიწიოს მუშაობა და ამიტომ გაკვეთილების ხანგრძლივობის შეცვლა საჭიროა“
03-07-2020
-
+


სკოლების დირექტორები განათლების სამინისტროსთან კონსულტაციებს მართავენ იმასთან დაკავშირებით, როგორ დაიწყება ახალი სასწავლო წელი. თუმცა ჯერჯერობით, უამრავი კითხვის ნიშანია და სანამ საბოლოოდ ჩამოყალიბდებიან, არაერთი საკითხის განხილვა-გადაწყვეტა მოუწევთ.

ასეა თუ ისე, ფაქტია, სკოლები ერთ სტანდარტამდე ვერ მივლენ და ყოველი მათგანი, ისევ და ისევ, საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ერთნაირად ვერ იმუშავებს. აქვე მნიშვნელოვანია შეფასების სისტემა, რადგან დისტანციური სწავლების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, შეფასება შემაჯამებელი სამუშაოების მიხედვით მოხდეს; სხვათა შორის, ამაზე ყურადღება N161 საჯარო სკოლის დირექტორმა, მიხეილ მინდაძემაც გაამახვილა ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში და დასძინა, რომ ოპტიმალური ვარიანტის შემუშავება აუცილებელია იმიტომ, შესაძლოა, მთელი სასწავლო წელი მოუწიოთ სკოლებს სპეციალურად შედგენილი ცხრილით მუშაობა - „შეიძლება მთელი წელი ასე მოგვიწიოს მუშაობა და ამიტომაა საჭირო, გაკვეთილების ხანგრძლივობის შეცვლაც. სრულად დისტანციური სწავლებისას, გაკვეთილები 20 წუთამდე დაიყვანეს, მაგრამ  შემდეგში გაკვეთილები გონივრულ დროში უნდა ჩატარდეს - არანაკლებ 30-35 წუთისა. 15 წუთში გაკვეთილი ვერ ჩატარდება და ეს იქნება თვალებში ნაცრის შეყრა“.

მიხეილ მინდაძემ კლასების გაყოფაზეც ისაუბრა და აღნიშნა: „კლასი რომ გავყო, ორი კლასი გამოვა და ხარჯიც ორმაგი იქნება, ამის საშუალება კი სკოლას არ აქვს, ამიტომ მეტი სივრცე დაეთმობა კლასებს და გაკვეთილის ხარისხიც დამოკიდებული იქნება მასწავლებლის ოსტატობაზე“.

რაც შეეხება თერმოსკრინინგსა და სხვა რეკომენდაციებს, რომელთა შესრულებაც მოუწევთ სკოლებს, სავარაუდოდ, მთავარი მაკონტროლებლის ფუნქცია მანდატურებს დაეკისრებათ, რათა დასვენებებზე უზრუნველყონ, თუნდაც ბავშვების დისტანცირება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება