სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვაბღის საჯარო სკოლის ინგლისური ენის კონსულტანტ - მასწავლებელი თაია მამარდაშვილი XXI საუკუნის მასწავლებლის შესახებ თავის შეხედულებას გვიზიარებს
02-07-2020
-
+


Etaloni.ge სადისკუსიო/სააზროვნო თემების ციკლს აგრძელებს, ამჯერად თანამედროვე მასწავლებელზე, რომლის ფარგლებში დირექტორები, მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები საკუთარ მაგალითებს და ხედვებს გვიზიარებენ.  

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქვაბღის საჯარო სკოლის, პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ ინგლისური ენის კონსულტანტ - მასწავლებელი თაია მამარდაშვილი XXI საუკუნის მასწავლებლის შესახებ თავის შეხედულებას გვიზიარებს.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია საკლასო ოთახში ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს განუვითარდეთ საკომუნიკაციო უნარები, ისწავლონ  კეთებით და გამოცდილებით.  ხშირად ვიყენებ როლური  თამაშით სწავლების ფორმას , რადგან ვთვლი, რომ ის საუკეთესო საშუალებაა საკომუნიკაციო და შემოქმედებითი  უნარების განვითარებისთვის. ასევე ვიყენებ არაფორმალური სწავლების საშუალებებს, რაც ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია პრეზენტაციისა თუ საკომუნიკაციო უნარების განვითარების პროცესში.

ჩემი მოსწავლეების ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამოდინარე ვცდილობ, შევქმნა და გამოვიყენო  ისეთი  სასწავლო რესურსები, რომელიც გაუადვილებს მოსწავლეებს გაგება - გააზრების  და ნასწავლის პრაქტიკაში  გამოყენების პროცესს.

უპირატესობას ვანიჭებ პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას, რადგან ვთვლი, რომ ამ პროცესში  მოსწავლეები სწავლობენ არა მხოლოდ  სამიზნე  ენის სპეციფიურ ასპექტებს, არამედ გამოიმუშავებენ ისეთ უნარ-ჩვევებს, რომელიც მათ რეალური ცხოვრების პრობლემების მოგვარებაში  დაეხმარებათ. 

ვთვლი რომ 21 -ე საუკუნის:

  • მასწავლებელი ყოველთვის უნდა იყოს მზად, რომ მოახდინოს ადაპტაცია ნებისმიერ სიტუაციაში, მისი მოსწავლეების საჭიროებიდან გამომდინარე. შექმნას ისეთი გარემო, რაც უზრუნველყოფს მოსწავლეთა შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლინებას.
  • მასწავლებელი უნდა იყოს დამხმარე, ფასილიტატორი, ითვალისწინებდეს მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს. მასწავლებელმა უნდა უზრუნველყოს კეთილგანწყობილი და უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბება თითოეულ კლასში.
  • მასწავლებელი უნდა ქმნიდეს თანამშრომლობით გარემოს და შესაძლებლობას  აძლევდეს მოსწავლეებს ისწავლონ პროექტებზე, კვლევაზე დაფუძნებული სწავლებით. ეს მათ მოამზადებს გაუმკლავდნენ  რეალურ ცხოვრებისეულ გამოწვევებს. უცხო ენის მასწავლებელმა უნდა შექმნას ისეთი შემოქმედებითი გარემო, რაც მოსწავლეებს დაეხმარება წარმატებით გაართვან თავი ნებისმიერ საკომუნიკაციო  სიტუაციას.
  • მასწავლებელი უნდა იყოს სიახლეების მოყვარული, გააჩნდეს ლავირების უნარი, კარგად ფლობდეს თანამედროვე ტექნოლოგიებს. მას კარგად  უნდა ჰქონდეს განვითარებული სოციალური უნარები და იყოს კომპეტენტური საკუთარ დისციპლინაში.
  • მასწავლებელმა, კარიერის არც ერთ საფეხურზე, არ უნდა შეწყვიტოს სწავლა და ზრუნვა პროფესიულ განვითარებაზე. მუდმივად უნდა თანამშრომლობდეს კოლეგებთან, იღებდეს უკუკავშირს როგორც კოლეგების, ასევე მოსწავლეების და მათი მშობლების მხრიდანაც. განვითარებაზე ორიენტირებული მასწავლებელი მუდმივად  ახდენს თვითრეფლექსიას და შეიმუშავებს სამომავლო გეგმას, საკუთარი და მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე“.

ჩანაწერი მომზადებულია თემის - „თანამედროვე მასწავლებელი - აქტიური და პროფესიონალი“ ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო

მოსწავლის შეფასების სახეობები, ძირითადი ამოცანები და სისტემა 

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები

„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“

 

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია კეთილგანწყობილი, ჯანსაღი გარემოს შექმნა“

 
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული ახალი სასკოლო-სასწავლო გეგმის შედგენა“
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება