| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ აბიტურიენტებს გამოცდის პერიოდში პირბადის მოხსნა შეეძლებათ. მისივე თქმით, საგამოცდო ოთახში კონდიციონერი ჩაირთვება, თუ ტემპერატურა +30 გრადუსს გადაცდება.
როგორც პრემიერი განმარტავს, აღნიშნული რეკომენდაციები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან არის მიღებული.
„მოგეხსენებათ, გამოცდები იწყება 6 ივლისიდან და გრძელდება 25 ივლისამდე. საკითხი, რომელიც ადარდებს აბიტურიენტებს და მათ მშობლებს. დღეს, დილით ჩვენ გვქონდა შეხვედრა, როგორც ჯანდაცვის წარმომადგენლებთან, ისე ეპიდემიოლოგებთან და გადაწყვეტილებები, რომელიც ჩვენ დღეს შეგვიძლია გავახმოვანეთ და შემდგომ უნდა ვისმჯელოთ გახლავთ შემდეგი:
იქიდან გამომდინარე, რომ განათლების სამინისტრო ტექნიკურად ძალიან კარგად მოემზადა ამისთვის, აბიტურიენტს, რომელიც გამოცდაზე აუცილებლად პირბადით უნდა მივიდეს თავის საგამოცდო ადგილზე, დაჯდეს მერხთან, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება დეზობარიერით, გამოცდის ჩაბარების პერიოდში შესაძლებლობა ექნება პირბადე მოიხსნას, რადგან იქ დისტანცია იქნება დაცული.
რა თქმა უნდა, ფანჯრები ყველგან უნდა იყოს ღია. იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა +30 გრადუსამდე გაიზრდება, შესაძლებელი იქნება კონდიციონერების ჩართვა. ეს რეკომენდაციები მიღებული გვაქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან.
ფაქტობრივად, სრულად კომფორტულ გარემოს შევუქმნით ჩვენს აბიტურიენტებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამოავლინონ თავისი ცოდნა და ეფექტურად და წარმატებით ჩააბარონ ეს გამოცდები. რათა შეძლონ გააგრძელონ განათლების მიღება უმაღლეს სასწავლებლებში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას