სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სიყვარული, როგორც საგანი“- დაბა წაღვერის საჯარო სკოლის პედაგოგი მონიკა ჭანტურია გვიზიარებს მოსაზრებას თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე მასწავლებელი
01-07-2020
-
+


Etaloni.ge სადისკუსიო/სააზროვნო თემების ციკლს აგრძელებს, ამჯერად თანამედროვე მასწავლებელზე, რომლის ფარგლებში დირექტორები, მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები საკუთარ მაგალითებს და ხედვებს გვიზიარებენ.  

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის საჯარო სკოლის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მონიკა ჭანტურია სტატიას - „სიყვარული, როგორც საგანი“ გვთავაზობს. 

                                                          სიყვარული, როგორც საგანი

ოცდამეერთე საუკუნის მასწავლებელი გარეთა თვალით ადვილად გასაკრიტიკებელი და მეტიც, გასაკილავი გახდა. თუ სიტყვა „თანამედროვეს“ განვმარტავთ, როგორც აქტიურს, აქტუალურს, მუდამ სიახლეების ძიებაში მყოფს, ტოლ მეგობარს, მაღალი თვითშეფასების უნარის მქონეს, გაბედულს, მაშინ ვფიქრდებით, ვართ კი ასეთები?!.  ყოველშემთხვევაში, დანის წვერზე ვსწავლობთ სიარულს; მოსწავლეზე ორინტირებას ვდილობთ, ვახერხებთ, გამოგვდის!  

გარდა, საგნის კარგი კომპეტენციისა, პროფესიონალიზმისა რა სჭირდება „ახალ“ პედაგოგს? ალბათ, ბანალურ, მაგრამ ყველაზე მთავარს უპასუხებდა უმეტესობა: ,,ბავშვის სიყვარული! კი, ბატონო. ბოლოდროინდელ სტატისტიკაზე არასრულწლოვანთა ძალადობისა და აგრესიული ქმედებების შესახებ ფაქტებზე თვალს ვერ დავხუჭავთ, რადგან მოქმედი, თუ ყოფილი მასწავლებელი, მშობელი, საზოგადოება გულში, თუ ხმამაღლა ფიქრობს: ვინ ზრდის ასეთ მოზარდებს? რას აკეთებს ამ დროს სკოლა? რას აძლევს სკოლა? რას ვასწავლით კონკრეტულ საგანთან ერთად?  ამ უკანასკნელ კითხვაზე კი ხშირად დავფიქრებულვარ...თითქოს ახალი მიდგომები, ამდენი სწავლება, სტრატეგიები, მეთოდები, ვცვლით, ჩვენც ვიცვლებით რეფოორმის ფეხდაფეხ და რა? ყველაზე მთავარი: ვიღებთ კი კაცთმოყვარე სკოლადამთავრებულს? კაცთმოძულე არავის გვინდა და სწავლების პროცესში ამაზე არავინაა ფოკუსირებული ( ღმერთმა დაგვიფაროს!), მაგრამ მაშინ რა გვაკლია ბოლო ნაბიჯამდე? ვაძლევთ კი სიყვარულს? ვასწავლით კი სიყვარულს? ლიტერატურა ამას აკეთებს, თითქოს კიდეც აკეთილშობილებს , მაგრამ...ცნობილი გამონათქვამი იქვე გვახსენებს თავს: ,,ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო“... რისთვის გვინდა ყველაფერი, თუ დრო სათანადოზე მეტი ვერ დავუთმეთ მოსწავლეს, რომელსაც უბრალო უხასიათობა შევატყვეთ, რა წინსვლას მოგვცემს ახალ-ახლი წესები, ინდიკატორები, სტანდარტები, თუ მოსწავლის სული არ გავიხადეთ პრაქტიკულ საკვლევ მასალად...თანამედროვე პოეტის, ბესიკ ხარანაულის სიტყვები მახსენებს თავს: „სად არიან შვილები, შვილები არ არიან... არიან? არ არიან...“ - სად ვართ პედაგოგები?..ვადგავართ კი იმ გზას, საიდანაც მოსწავლის ემოციური აღზრდა არ გაგვექცევა, საიდანაც თაობა არ დაგვეკარგება?..

ჩვენი სახელმძღვანელო მეთოდი სიყვარული უნდა იყოს! ჩვენ სითბოს, მზრუნველობის გაათმაგებულ უნარებს უნდა ვფლობდეთ! მომავალი წინ მიდის და ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ ხელიდან არ გამოგვეცალოს, სანამ ჩვენი ფრთის ქვეშ არიან, სანამ ურთიერთობას ერქმევა ქართულის, ინგლისურის, ისტორიის გეოგრაფიის ბიოლოგიის საგნის მასწავლებელი კი არა, სიყვარულის მასწავლებელი!

    დაბა წაღვერის საჯარო სკოლის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მონიკა ჭანტურია

                   
სტატია გამოგზავნილია - თემის - თანამედროვე მასწავლებელი - აქტიური და პროფესიონალი გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება