სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მასწავლებლისთვის საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურება აუცილებელია!“
01-07-2020
-
+


მასწავლებლობა იმიტომ გადაწყვიტა, რომ ბავშვებთან ურთიერთობა მისთვის ამოსავალი იყო. დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაქვის N1 საჯარო სკოლაში ისტორიასა და სამოქალაქო განათლებას ასწავლის, წამყვანი მასწავლებლის სტატუსიც აქვს და მიაჩნია, რომ  პედაგოგი მუდმივად უნდა ვითარდებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსწავლეების დაინტერესება საგნით გაუჭირდება. Etaloni.ge ჩაქვის N1 საჯარო სკოლის პედაგოგის, ლელა თოთლაძის ინტერვიუს გთავაზობთ, რომელიც დისტანციური სწავლების გამოწვევებსა და ბევრ სხვა საინტერესო საკითხზე გვესაუბრება.  

- დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა ჩვენი სკოლისთვისაც გამოწვევა იყო და შექმნილმა ვითარებამ გარკვეული სირთულეების წინაშე დაგვაყენა. სახლიდან სწავლება და სახლში სწავლა დიდი ცვლილება იყო მასწავლებლებისთვისაც, მოსწავლეებისთვისაც, მშობლებისთვისაც.

- ცვლილება და სტრესიც, ხომ ასეა?

- რა თქმა, უნდა, ეს ყველაფერი ადვილი არ იყო და გარკვეული სირთულეებიც შეგვეხო, მნიშვნელოვანი იყო კითხვა - მივაღწევდით თუ არა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგს; თუმცა მთავარ პრობლემად მაინც რჩებოდა ის, რომ მოსწავლეების ნაწილს სახლში არ ჰქონდა ტექნიკა, ხოლო მასწავლებლების ნაწილს - ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების გამოცდილება.

- როგორ გაუმკლავდით ამ გამოწვევებს?

- სირთულეების დასაძლევად სკოლაში განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა, ადმინისტრაციამ შეიმუშავა მოდიფიცირებული ცხრილი, აქტიურად ხდებოდა მშობლებისთვის ინფორმაციის მიწოდება, იმ მოსწავლეებს, რომელთაც არ ჰქონდათ ტექნიკასთან წვდომა, მასწავლებელი ტელეფონით ვუკავშირდებოდით და ვცდილობდით, კონსტრუქციული უკუკავშირი გვქონოდა.

მასწავლებლები ვრეგისტრირდებოდით სხვადასხვა ვებინარზე, ვაწყობდი ონლაინ-განხილვას და ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებდით; ხშირად გვქონდა ონლაინ-თათბირები, სკოლის ადმინისტრაცია მაქსიმალურად იყო ჩართული ამ ყველაფერში, ხდებოდა ხარვეზების დადგენა და რა თქმა უნდა, აღმოფხვრის გზების ძიება რესურსცენტრთან შეთანხმებით.

ყველაზე რთული პერიოდი იყო 16 მარტიდან 1 აპრილამდე, სანამ განათლების სამინისტრო გარკვეულ პლატფორმებს შემოგვთავაზებდა, მერე კი მოსწავლეებს შეეძლოთ უკლებლივ დასწრებოდნენ ონლაინ-გაკვეთილებს და ტესტირების ჩატარებაც კი შევძელით.  ასევე დიდი დახმარება გაგვიწია ტელესკოლის გაკვეთილებმა... საბოლოოდ, სკოლამ შესაბამის პროცესებთან გამკლავება შეძლო და სასწავლო პროცესიც ისე დავასრულეთ, წელი არ ჩავარდნილა.

- ქალბატონო ლელა, არის კატეგორია, რომელიც ნაკლებად სწავლობდა, ვერ ახერხებდა ან შეგნებულად არ ერთვებოდა ონლაინ-გაკვეთილებში. ეს „ჩამორჩენილი“ ბავშვები როგორ დაეწევიან პროგრამას?

- ალბათ ერთ-ერთი გზაა, დამატებითი გაკვეთილები დაინიშნოს; ასევე  დიდი მნიშვნელობა ენიჭება არაფორმალურ განათლებას... შეიძლება, სხვადასხვა წრის, საგნობრივი კლუბების ჩამოყალიბება, სადაც მოახერხებენ მოსწავლეები ცოდნის მიღებასა და შემდეგ რეალიზებას.

- შექმნილ ვითარებაში, ადგილობრივი ხელისუფლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანადგომას თუ გრძნობდით?

- რესურსცენტრი აქტიურად იყო ჩართული დისტანციური სწავლების პროცესებში და სწორედ მათ რეკომენდაციებს ითვალისწინებდა ჩვენი ადმინისტრაცია... სირთულეების დაძლევაც ერთად, თანადგომით, მხარდაჭერით მოვახერხეთ და იმაშიც დარწმუნებული ვარ, თუ კვლავ ამის საჭიროება დადგება, კვლავ შეგვეძლება გვქონდეს მათი მხარდაჭერის იმედი.

- წამყვანი მასწავლებელი ბრძანდებით და პირდაპირ გკითხავთ - განათლების რეფორმა მოგწონთ?

- ერთხელ მიღებული ცოდნა არ ნიშნავს იმას, რომ აღარ საჭიროებს განვითარებას! განვითარება საჭიროა, მით უმეტეს, მასწავლებლისთვის, რათა მოსწავლეებს მიაწოდოს შესაბამისი ცოდნა და აქედან გამომდინარე, გამოცდების ჩაბარება აუცილებელია. მასწავლებლისთვის, რომელიც სკოლაში მუშაობს, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურება აუცილებელია! ვფიქრობ, გამოცდები უნდა იყოს და პრაქტიკოსებსაც ბევრჯერ მიეცა შეღავათები - შეეძლოთ აემაღლებინათ კვალიფიკაცია, მათ ხომ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებას სთხოვდნენ.

-  როგორია თქვენი თვალით დანახული მასწავლებელი?

- ბავშვებს ხელი მიუწვდებათ სოციალურ ქსელებზე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე და შესაბამისად, მასწავლებელიც არ უნდა ჩამორჩებოდეს მათ. პედაგოგი შემოქმედებითი უნდა იყოს და მოსწავლეები მისგან სიყვარულს, თანადგომას უნდა გრძნობდნენ.

- არადა, ადრე სტერეოტიპი არსებობდა - მასწავლებელი მკაცრი უნდა ყოფილიყო.

- ეს სტერეოტიპი, სამწუხაროდ, დღემდე არსებობს - კარგი მასწავლებელი ისაა, ვინც უფრო მკაცრია და სხვათა შორის, სწორედ ასეთი ტიპის მასწავლებლებთან აქვთ მოსწავლეებს ყოფაქცევა დარღვეული! მასწავლებელი კეთილგანწყობილი უნდა იყოს და არა - ჩასაფრებული. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ სპედაგოგი ჯერ მეგობარია და შემდეგ - ცოდნის მიმწოდებელი.

- ქალბატონო ლელა, როგორ ფიქრობთ, ნიშანი სადამსჯელო იარაღია მასწავლებლის ხელში?

- ნიშანი უნდა იყოს ცოდნის განმსაზღვრელი, თუმცა ხანდახან მასწავლებლები სადამსჯელოდ იყენებენ დაბალ ნიშანს, რაც, რა თქმა უნდა, მიუღებელია.  


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ხვალიდან კვლავ წვიმაა მოსალოდენილი - გარემოს ეროვნული სააგენტო

5 ივნისი ბოლო დღეა - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

დაამთავრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია სამართალმცოდნეობის სპეციალობით

საჯარო სკოლის წესდებაში ცვლილებები შევიდა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია 3 ივნისს დასრულდება - დოკუმენტების ჩამონათვალი და სხვა  მნიშვნელოვანი ინფორმაცია

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

სკოლაში განსაკუთრებული სიყვარულითა და სიამაყით აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

„თქვენი მომავალი იყოს ნათელი, წარმატებული და სავსე იმ ბედნიერი მოგონებებით“ - ჯვარის N4 საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს დაემშვიდობა
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება