სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2020 წელს განათლების მიმართულებას 35, ინფრასტრუქტურას კი 17 მილიონი ლარი აკლდება - რა ხარჯები იკვეცება სამინისტროს ბიუჯეტში
24-06-2020
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტისა სამინისტროს 127 მილიონი ლარიდან 35 მილიონი ლარი უშუალოდ განათლების მიმართულებას მოაკლდება - აღნიშნულის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ დღეს პარლამენტში 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის წარდგენისას განაცხადა.

„ყველაზე დიდი შემცირება, სადაც გვაქვს ეს არის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - ჯამში 127 მილიონი ლარით მცირდება აღნიშნული უწყების დაფინანსება.

სამინისტროს ფარგლებში ყველაზე დიდი შემცირება არის სპორტის მიმართულებით, 53 მილიონი ლარი და ეს ძირითადად გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ სპორტის და სპორტული ფედერაციების ძირითადი ნაწილი ჩართული იყო სხვადასხვა ტიპის ტურნეებში და იმის გამო რომ მათი უმეტესი ნაწილი გაუქმდა ან გადაიდო მოხდა ამ თანხების გამოთავისუფლება.

კულტურის დაფინანსება შემცირებულია 20,7 მილიონი ლარით. ეს არის ძირითადად იმ ფესტივალებისა და ღონისძიებების თანხები რომელიც გათვლილი იყო ტურისტების მოზიდვაზე და წელს შესაძლებელი გახდა რომ ეს მიმართულება შეგვემცირებინა. ინფრასტრუქტურის ნაწილს 17 მილიონი ლარი მოაკლდება, ხოლო უშუალოდ განათლების მიმართულება 35 მილიონი ლარით არის შემცირებული და აქაც დიდი ნაწილი არის ეკონომიები. კერძოდ ერთ-ერთი მაგალითია ტრანსპორტით უზრუნველყოფა, ვინაიდან წლის დასაწყისში სკოლები პრაქტიკულად არ ფუნქციონირებდა და არც ტრანსპორტით ბავშვების უზრუნველყოფა იყო აუცილებელი, მხოლოდ ამ კომპონენტში 8 მილიონი ლარის ეკონომია იყო წარმოქმნილი წლის პირველ ნახევარში“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება