სიახლეები


„izrune.ge-მ მოგვცა საშუალება, დისტანციურ სასწავლო პროცესებში მარტივად ჩავრთულიყავით“
24-06-2020
-
+


თავის დროზე ქუთაისმა izrune.ge ჩვეული სტუმართმოყვარეობით მიიღო და დღეს, როდესაც განათლებული მომავალი თაობების აღზრდაზე ზრუნვის კიდევ ერთი წლის შედეგების შეჯამების დრო მოვიდა, თამამად შეიძლება თქვას - izrune.ge-მ და ქუთაისის საჯარო სკოლებმა ერთად უამრავ წარმატებას მიაღწიეს, რაზეც მეტყველებს მოსწავლეთა მაღალი ჩართულობა საგანმანათლებლო პროექტებში, მაღალი აკადემიური მოსწრება, მაქსიმალური მონაწილეობა სასკოლო ცხოვრებაში, საკუთარი შესაძლებლობების რწმენის გაღრმავება... ეს არასრული ჩამონათვალია იმ დამსახურებებისა, რომლებსაც izrune.ge-ს მიაწერენ ამ სფეროს კომპეტენტური ადამიანები.

პროექტთან თანამშრომლობისა და მეგობრობის შედეგებზე საუბრობენ ქუთაისის საგანამანთლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი და ასევე ადგილობრივი ლიდერი საჯარო სკოლების დირექტორები:

- izrune.ge-სთან დაკავშირებით ჩემი პოზიტიური განწყობა არაერთხელ დამიფიქსირებია და ახლაც გავიმეორებ - ესაა საოცრად ყოვლისმომცველი პროექტი, რომელიც, აერთიანებს სკოლას-მოსწავლეს-მშობელს. Izrune.ge - ესაა ერთიანი სივრცე, სადაც შეიძლება ნებისმიერი მიმართულებით განვითარდეს ბავშვი, განივითაროს საჭირო უნარები, მიიღოს საფუძვლიანი ცოდნა და ეს ყველაფერი კომპლექსურად დაეხმარება მოსწავლეს.



Izrune.ge ქართულ სინამდვილეში წარმოჩინდა, როგორც, ერთგვარი წინასწარმეტყველება, რადგან პანდემიის შედეგად, დისტანციური სწავლებისას, ჩვენ მივიღეთ მზა პროდუქტი, რომელმაც მოსწავლეებიცა და პედაგოგებიც  წინასწარ შეამზადა COVID-19-თან დაკავშირებული გამოწვევებისთვის - izrune.ge-მ მოგვცა საშუალება, დისტანციურ სასწავლო პროცესებში მარტივად ჩავრთულიყავით. მეტად რომ დავკონკრეტდე - პროექტში ჩართული მოსწავლეები მორგებულები იყვნენ  იმ სიახლეებსა თუ შესაძლებლობებს, რასაც დისტანციური სწავლება ზოგადად ითვალისწინებს და გარდა ამისა, სწორედ izrune.ge-ს საშუალებით, ბავშვების ცოდნის ხარისხის ერთგვარი მონიტორინგი ხორციელდებოდა. ასეთ დროს კი მშობელი ნათლად ხედავს საკუთარი შვილის შესაძლებლობებს, მის ძლიერ თუ შედარებით სუსტ მხარეებს. ასეთი შეჯამებისთვის izrune.ge საუკეთესო საშუალებაა ასევე პედაგოგებისთვის - ჩანს მოსწავლის სწავლის დონე, სად, რომელ ეტაპზეა განმავითარებელი მდგომარეობა, სად გვჭირდება მეტი მუშაობა და პირადად, როგორც მშობელი, მივესალმები ასეთი პროექტების არსებობას.

უნდა ვაღიაროთ - ძალიან ბევრი გამოწვევა გვქონდა დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით, სანამ გადავერთვებოდით კონკრეტულ პლატფორმებზე და ვფიქრობ,  თუნდაც მხოლოდ izrune.ge რომ ყოფილიყო შემოთავაზებული,  ნამდვილად გზას გაგვიხსნიდა და არც სასწავლო პროცესს ჩამოვრჩებოდით. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო პროექტის ავტორს და წარმატება ვუსურვო თითოეულ მოსწავლეს.

მურად ჯიშკარიანი, იოსებ ოცხელის სახელობის, ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

 - izrune.ge-ში ჩართვა იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ მაშინვე მივხვდით - ეს იყო გენიალური ჩანაფიქრი და წინგადადგმული ნაბიჯი საგანმანათლებლო მიმართულებით; შედეგად მოიმატა მოსწავლეთა მოტივაციამ, მშობლების ჩართულობამ სასკოლო ცხოვრებაში. დღევანდელი რეალობა ისეთია, მშობლები მუშაობენ და სამწუხაროდ, ნაკლები დრო რჩებათ შვილებთან ურთიერთობისთვის, izrune.ge კი  საუკეთესო საშუალება გახლდათ, სკოლა-მოსწავლე-საზოგადოება - წრედი შეკრულიყო.

გარდა ამისა, მშობელს, პროექტის  დახმარებით შეუძლია შეამოწმოს ბავშვის ცოდნის ხარისხი და დარწმუნებული ვარ, როცა შემოვიდა დისტანციური  სწავლება, იმ მოსწავლეებმა, ვინც izrune.ge-ში იყო ჩართული, ბევრად მარტივად აუწყვეს ფეხი არსებულ გამოწვევებს - მათ უკვე იცოდნენ, როგორ შეესრულებინათ ონლაინ-დავალებები და ეს გამოცდილება, სწორედ izrune.ge-მ მისცა. ძალიან კარგი პროექტია და რომ გაამართლა, ესეც ფაქტია, ჩვენ ერთ საქმეს ვემსახურებით და მადლობა, რომ არსებობს izrune.ge.



მიხეილ გიორგაძე, ქუთაისის N10 საჯარო სკოლის დირექტორი:

 - izrune.ge ძალიან კარგი პროექტია! როდესაც მშობელი გამოთქვამს კმაყოფილებას და ბავშვიც კმაყოფილია, უკვე თამამად შეგვიძლია თქმა - პროექტმა გაამართლა! მთავარი ასპექტი, რასაც ყოველთვის ხაზს ვუსვამ, ესაა მშობლის აქტიური ჩართულობა შვილის სასკოლო ცხოვრებაში, მშობლის დაახლოება ბავშვთან... გარდა ამისა, შეუძლებელია, არ აღვნიშნო izrune.ge-ს როლი დისტანციური სწავლებისას. ფაქტია - მოსწავლეებისთვის, რომლებიც აქტიურად იყვნენ პროექტში ჩართულები, გაცილებით იოლი გამოდგა ონლაინ-გაკვეთილებზე დასწრებაც და ონლაინ-დავალებების შესრულებაც. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ izrune.ge ამ მხრივ ძალიან დაგვეხმარა. მე, როგორც დირექტორი, კმაყოფილი ვარ როგორც  პროექტში მოსწავლეების ჩართულობით, ასევე, აკადემიური მოსწრების ხარისხით და მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი დამხმარე რგოლი, აკადემიურმა მოსწრებამ კიდევ უფრო რომ აიწია, სწორედ izrune.ge გახლავთ.



ირინე ჯგერენაია, ქუთაისის N17 საჯარო სკოლის დირექტორი:

 - izrune.ge-მ, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენი მოსწავლეები თავიდანვე მიაჩვია დისტანციურად მუშაობას საკუთარ თავზე, გაუორმაგა პასუხისმგებლობის გრძნობა, გამოუმუშავა ახალი უნარები და ეს ყველაფერი, კომპლექსურად ძალიან დაგვეხმარა დისტანციური სწავლებისას. Izrune.ge-ს ტესტების წყალობით, მოსწავლეებმა ძალიან კარგად იცოდნენ ონლაინ-მუშაობის  საფუძვლები. ერთგვარი შეჯამება რომ გავაკეთოთ - ძალიან საინტერესო და ყოველმხრივ დადებითია izrune.ge-სთან მეგობრობა მოსწავლეების, მშობლებისა და პედაგოგებისთვის, რადგან სწორედ izrune.ge-ს საშუალებით ჩვენ ნათლად ვხედავთ თითოეული მოსწავლის შესაძლებლობებს, ძლიერ და სუსტ მხარეებს და ვიცით, რა მიმართულებითაა საჭირო მეტი მუშაობა.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
თუ ეჭვი გაქვთ, რომ ბაღში ბავშვზე ძალადობენ - რეაგირების დოკუმენტი შემუშავდა
„ინკლუზიური სისტემები, სერვისები და პრაქტიკები თითოეული ბავშვისთვის” - ინფორმაცია სპეციალისტებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის
ვის ეხება ტესტირება - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
რა შემთხვევაში ვერ აირჩევთ საგანმანათლებლო პროგრამას და სად უნდა მოძებნოთ კოდი
დიფერენციაციის თეორიის საკლასო ოთახში რეალიზება მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა 
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
მათ შორის იყო გაზაფხულის პირველი დღესასწაულების - დედისა და ქალთა საერთაშორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
მოსწავლეებმა სხვადასხვა შემოქმედებითი ნომერი გამართეს
მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა მრავალფეროვანი აქტივობით აღნიშნეს
სკოლაში, მოსწავლეს კონფერენციაში წარმატებით მონაწილეობას ულოცავენ
საინტერესო
დიფერენციაციის თეორიის საკლასო ოთახში რეალიზება მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა 
უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში?
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება