სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სწავლის დაწყების შესახებ ამირან გამყრელიძე კომენტარს აკეთებს
15-06-2020
-
+


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სწავლის დაწყებას საფრთხე არ შეექმნება, თუ ქვეყანაში დღეს არსებული ეპიდსიტუაცია შენარჩუნდება. 

მისივე თქმით, რეკომენდაციების დაცვამ, შესაძლოა, საქართველოს ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა ააცილოს. 

„ყველამ დავიცვათ რეკომენდაციები, რასაც იძლევა ჯანდაცვის სექტორი და თუ ყველა დავიცავთ ამ რეკომენდაციებს, დიდი ალბათობით, ჩვენ ამ მეორე ტალღაში, შეიძლება, არ შევიდეთ თუ არ იქნება ის მდგომარეობა, რასაც ახლა ზოგიერთ რესტორანში, პლაჟებზე ვუყურებთ და დაცული იქნება ის რეკომენდაციები, რასაც იძლევიან ჩვენი სამსახურები ანუ გამოვიყენებთ პირბადეს საჯარო დაწესებულებებში. აქამდე ქართველებს დამყოლობა ჰქონდა ძალიან კარგი, ამ სამი 3-4 თვის განმავლობაში, ამიტომ მოვედით ამ მდგომარეობამდე, რომ ჩვენთან ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი არის შედარებით დაბალი, ვიდრე ჩვენს ირგვლივ მყოფ ქვეყნებში. თუ ჩვენ ამ დინამიკით წავედით, რაც დღეს გვაქვს, ეს არავითარ საფრთხეს არ უქმნის არც სწავლის დაწყებას, არც არჩევნების ჩატარებას და არც სხვა ღონისძიებებს, თუ ეპიდსიტუაცია იქნება ისეთი როგორიც დღეს არის. თუ ეპიდსიტუაცია იქნება ისეთი, როგორიც ზოგიერთ მეზობელ ქვეყანაშია, თუ ჩვენ არ გავუფრთხილდით ამ ერთობლივ მონაპოვარს და ისევ და ისევ „ავიშვით“ და როგორც გვინდა, როგორც შარშან, ისეთი თავისუფლება გვექნა, მაშინ არის რისკი, რა თქმა უნდა, ეპიდსიტუაციის გაუარესების. ამიტომ ეპიდსიტუაციისდა მიხედვით შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მისაღები, საჭირო გახდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, ეს საჭირო არ გახდება თუ ა.შ. დაველოდოთ და თხოვნა მაქვს, რომ ყველამ ერთად შევასრულოთ ის რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სექტორი იძლევა,“ - განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება