სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პროგრამა, რომელიც სკოლებში ახალი სასწავლო წლიდან გააქტიურდება - თავდაცვის მინისტრი სამხედრო განათლებას პრიორიტეტად ასახელებს
12-06-2020
-
+


სამხედრო განათლებას ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ასახელებს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. როგორც მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მომავალი სასწავლო წლიდან კიდევ უფრო მეტად გააქტიურდება საპილოტე პროექტი „ჩვენი ჯარი“, რომელიც უკვე 1 102 სკოლაში მიმდინარეობს.

„სამხედრო განათლება არის ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. მინდა გითხრათ, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ კადეტთა ლიცეუმს და თავდაცვის აკადემიას. საგულისხმოა, რომ კადეტთა ლიცეუმმა გამოუშვა 17 გოგონა, ძალიან წარმატებული კურსდამთავრებული. ასევე გეტყვით, რომ ვამზადებთ სპეციალისტებს გარკვეული მიმართულებებით, კერძოდ ლოჯისტიკის მიმართულებით, მიმდინარეობს კაპიტნების კურსები, როგორც ჩვენი სამხედროებისთვის ისე საერთაშორისო სამხედროებისთვის ინგლისურ ენაზე, ასევე სამეთაურო სამხედრო კურსი მაიორებისა და ვიცე-პოლკონიკებისთვის.

გეტყვით, რომ 1102 სკოლაში პროექტი „ჩვენი ჯარი“ საპილოტე ფორმატში დაწყებულია. ეს პროექტი მეათე კლასელებისთვის არის და კიდევ უფრო მეტად გააქტიურდება. ჩვენ მიგვაჩნია რომ თავდაცვა და უსაფრთხოება უნდა ისწავლებოდეს სკოლაში და ამ მიმართულებით თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ამასთან, 2020-2021 სასწავლო წელს ჩვენ ან ამ პროგრამას კიდევ უფრო მეტად გავააქტიურებთ. ამასთან, ვფიქრობთ, რომ ეს უნდა იყოს ნებაყოფლობით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება