სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გულგულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დისტანციურად გამართეს
01-06-2020
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის გულგულის საჯარო სკოლაში ვირტუალურად, პროგრამა „თიმსის“ საშუალებით ჩატარდა 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მოსწავლეებს ვირტუალურ სივრცეში ისტორიის მასწავლებელი ჯილდა ტერტერაშვილი ხელმძღვანელობდა.

„26 მაისი, დღე დამოუკიდებლობის, დღე სიძლიერის, დღე ქართველობის, ამტანობის, გამტანობის, დღე სიამაყის, დღე გენის არდაკარგვის. დიახ, ეს დღე შთამბეჭდავად და ემოციურად აიღნიშნა გულგულის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლის, ჯილდა ტერტერაშვილის ხელმძღვანელობით, ვირტუალურ სივრცეში.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ეტაპები და გავლილი გზა დამოუკიდებლობამდე. ლექსებით გააცოცხლეს და გააღვიძეს გენი ქართველობის, პატრიოტიზმის, მეგობრობის და ყველაზე მეტად რაც მნიშვნელოვიანია, წარმოადგინეს იმ დიდი ქართველი ადამიანების მიერ მოტანილი საქართველო, რომლებმაც არააუტანელ-ატანილ ტკივილებს გაუძლეს, რომ დღეს საქართველოში ქართული გენი და ქართველი ერი ამაყად, მყარად, ძლიერად მდგარიყო ფეხზე. დღე იყო განცდის, სიამაყის, ქართული გენოფონდის გაღვიძების. დღე-რომელმაც ბევრი იდეა დაბადა.

მადლობა დიდი, ამ ლამაზი დღისთვის ქ-ნ ჯილდას და სკოლის ახალგაზრდებს, რომლებმაც ასე ემოციურად, ასე ლამაზად, დიდი სიყვარულით დღე გაგვილამაზეს და ძლიერად გვაგრძნობინეს, რომ ბედნიერი ერი ვართ.

მეამაყებით, მესიმპატიურებით, მებედნიერებით, ჩემო ძვირფასებო და მინდა გითხრათ, რომ თქვენ ხართ ის თაობა, რომელიც ამ მოტანილ თავისუფლებას, ქართველობას, ენას, რწმენას დაიცავთ და მომავალ თაობებს ასე რუდუნებით, ფაქიზად, დიდი სიყვარულით გააცნობთ“,-წერია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და არ ითვალისწინებს შეფასებას

პირობითი აკრედიტაციის ვადა მცირდება - ცვლილება უმაღლეს განათლების შესახებ კანონში

ზოგადი განათლების კანონში ორი ცვლილება შედის - დეტალები

„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა

პედაგოგები პირველკლასელებს საანბანო პერიოდის დაწყებას კიდევ ერთხელ ულოცავენ

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება