სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

KIU-ს რექტორი აბიტურიენტებს და მათ მშობლებს ონლაინ ფორმატში შეხვდება
28-05-2020
-
+


2020 წლის 29 მაისს, 16.00 საათზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა (KIU)  მაისის თვის ონლაინ შეხვედრების დასკვნით ვებინარს უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ალექსანდრე თევზაძე გამართავს.

რექტორი აბიტურიენტებს,  მშობლებს და დაინტერესებულ პირებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის, მისი პროგრამების, სწავლების, სტუდენტურ ქალაქში ცხოვრების, სტაჟირებისა და გაცვლითი პროგრამების შესახებ. აბიტურიენტები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას KIU-ს სტუდენტური საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი დაფინანსების სხვადასხვა შესაძლებლობის შესახებ.  შეხვედრა პირდაპირ რეჟიმში გაიმართება და მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვან რექტორს.

„ჩვენ აქტიურად ვემზადებით, სტუდენტების პირველი ნაკადის მისაღებად. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, როცა რთულია უშუალოდ შეხვდე აბიტურიენტებსა და მათ მშობლებს, ასევე მოაწყო სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო ღონისძიება, გადავწყვიტეთ,  ონლაინ ფორმატში გადმოგვეტანა შეხვედრები და გაგვეცა პასუხი აბიტურიენტებისთვის საინტერესო კითხვებზე. გვიხარია, რომ ინტერესი KIU-ს მიმართ მზარდია და ჩვენც მაქსიმალურად ვეცდებით, პირადად მივაწოდოთ ინფორმაცია  სიახლეებზე, რომელიც ჩვენს მომავალ სტუდენტებს KIU-ში ელოდებათ“, - განაცხადა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე თევზაძემ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა (KIU) და KIU კონსულტაციის / Enrollment Advisors ორგანიზებით მაისის KIU ვებინარ-შეხვედრა უკვე სამჯერ გაიმართა და აბიტურიენტებს საშუალება მიეცათ შეხვედროდნენ KIU-ს პროგრამების ხელმძღვანელებს, პროფესორებს, გაცნობოდნენ იმ სიახლეებს, რასაც უნივერსიტეტი გეგმავს მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობის ფარგლებში.

29 მაისს დაგეგმილ შეხვედრაზე რექტორი გააცნობს მომავალ სტუდენტებს როგორ ემზადება რეგიონის ერთ-ერთი უდიდესი საგანმანათლებლო ჰაბი 2020-2021 სასწავლო წლისთვის და როგორი იქნება სამხრეთ კავკასიის პირველ საუნივერსიტეტო ქალაქში სწავლება.

რექტორთან შეხვედრა აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით გაიმართება და მსურველებმა რეგისტრაცია უნივერსიტეტის ვებ გვერდზე განთავსებული ფორმის მეშვეობით უნდა გაიარონ.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

როგორ ფასდება მოსწავლის აკადემიური მიღწევები - ეროვნული სასწავლო გეგმის 10-ქულიანი სისტემა და შეფასების დონეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება