სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ყოველთვის გახსოვდეთ თქვენი სკოლა“ - ზესტაფონის N7 სკოლის XII კლასის მოსწავლეებს დამრიგებელი ნინო ჭიპაშვილი ემოციური წერილით აცილებს
21-05-2020
-
+


ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის XIIა კლასის მოსწავლეებს დამრიგებელი ნინო ჭიპაშვილი ემოციური წერილით აცილებს სკოლიდან. პედაგოგი მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ულოცავს და წარმატებულ მომავალს უსურვებს.

„დაფრთიანდნენ ჩვენი პატარები!

გილოცავთ ჩემო ძვირფასებო სკოლის დამთავრებას, ვულოცავ თქვენს მშობლებსაც. დაე, სულ წარმატებული ყოფილიყოს თქვენი ყოველი მომდევნო სვლა, გაზრდილიყოთ სასახელო, საამაყო, ბედნიერი თაობა. ყოველთვის გახსოვდეთ თქვენი სკოლა. ის მასწავლებლები, რომლებიც დღენიადაგ გთხოვდნენ გესწავლათ და გევლოთ სკოლაში. კეთილი გულით გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ მომავალს. ძალიან გვიყვარხართ და გეფერებით ყველას. 

უდიდესი სითბოთი და სიყვარულით მევსება გული, როცა თქვენს ამ სურათებს ვუყურებ. ისე სწრაფად გაიზარდეთ, მგონია გუშინ იყავით ასეთი პაწაწუნა, მშრომელი ბავშვები. ყველა თქვენი ნამუშევარი შენახული მაქვს. ეს გვერდი ყოველთვის იარსებებს სანამ მე ვიქნები „ნინო ჭიპაშვილის სადამრიგებლო ჯგუფი“-XIIა კლასი. იხარეთ და იბედნიერეთ!“-წერს დამრიგებელი წერილში.


წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში

იხილეთ ბმული

იხილეთ ბმული

იხილეთ ბმული

იხილეთ ბმული

იხილეთ ბმული

იხილეთ ბმული


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება