სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

5 ზოდიაქოს ნიშანი ფულს იშოვის, ერთს კი ახალი სასიყვარულო ურთიერთობების დაწყება სურს - თქვენ ხართ მათ შორის?
18-05-2020
-
+


ასტროლოგიურად ეს ერთ-ერთი საუკეთესო კვირაა ამ თვეში და ეს დრო უნდა გამოიყენოთ სასარგებლოდ. თუ რამე გაქვთ დაგეგმილი ეცადეთ, ამ კვირის განმავლობაში მოაგვაროთ. გირჩევთ მიხეილ ცაგარელი და კვირის მნიშვნელოვან მოვლენებზე საუბრობს:

პირველი მნიშვნელოვანი მოვლენა 20 მაისია, როცა მზე ტოვებს კუროს ზოდიაქოს ნიშანს და გადადის ტყუპების ნიშანში. ამ დროიდან ვეღარ მოიწყენთ, გაიხსნება საზღვრები, კომუნიკაცია აღდგება. მოიმატებს კონტაქტურობა, გონებამახვილობა, დახვეწილი იუმორის უნარი, ცნობისმოყვარეობა, გაორება, სულსწრაფობა და ტყუილებისადმი მიდრეკილება. 

პარასკევს კი ახალმთავრეობაა და მონეტა აჩვენეთ მთვარეს, ფინანსური კეთილდღეობისთვის. ეს მძიმე დღე და ამ დროს ფინანსური და სასიყვარულო მაქინაციების დიდოსტატები აქტიურდებიან. ნეგატიური ენერგია მოდის ამ დროს დედამიწაზე, გაღიზიანება მოიმატებს ადამიანებში. 

მთავარი გაფრთხილებაა: მომავალი კვირა რთული იქნება, ამიტომ ყველაფერი მანამდე დაასრულეთ. 

ასტროლოგიური პროგნოზი თითოეული ნიშნისთვის:

ვერძი: ენერგოტონუსი დაბალი გაქვთ, ცოტა მეტად დაისვენეთ. სამქმიანი და ბზნესის კუთხით კარგი დროა. რასაც უშიშარი ხასიათი, ენერგია, დამოუკიდებლად მოქმედება და სწრაფად მოქმედება სჭირდება, ყველაფერი გამოგივათ. კარგი ორატორული მონაცემები გაქვთ, რაც დააინტერედებთ პარტნიორებს. 


კურო: მთავარ ფავორიტად რჩებით. იმუნიტეტი მაღალი გაქვთ. შრომისუნარიანობა სძლევს თქვენს სიზარმაცეს, რაც თქვენს წარმატებას ხელს უწყობს. ფინანსური და შემოქმედებითი კუთხით თავის წარმოჩენის საშუალება გექნებათ. ახალი იდეების დასახვას და ახალი ურთიერთბების დამყარებას შეძლებთ. 

ტყუპები: მზე უახლოვდება თქვენს ნიშანს, ხდებით აქტიური, ენერგიული, კონტაქტური, ორიგინალური იდეები მოგივათ. თუმცა ყველაფერი გინდათ სწრაფად, რაც შეგიშლით ხელს, ამიტომ ნუ იჩქარებთ, მოთმინება მოიკრიბეთ. შემდგომი პერიოდი უფრო უკეთესი იქნება, მაგრამ ეს იდეების და თანამშრომლობის დასახვის დროა. საინტერესო შანსები გიჩნდებათ. 

კირჩხიბი: კარგი პერიოდი გაქვთ, ენერგოტონუსი გიმაღლდებათ და განწყობა გიუმჯობესდებათ. ძველი იდეების რეალიზების და ახალი იდეების დაწყების შანსი გაქვთ, ინტუიცია მზარდი და ურთერთგაგება მაღალია. მეგობრების და ახლობლების თანადგომას გრძნობთ. 

ლომი: ძირითად საქმეებზე გადაიტანეთ ყურადღება, საუკეთესო დრო გაქვთ კარიერული წინსვლის და სწორედ ამას დაუთმეთ დრო. იდეების შესაძლებლობაც გეძლევათ, ამ კვირაში რა შანსებიც გაქვთ შემდეგ კვირაში არ გექნებათ, ამიტომ გამოიყენეთ პერიოდი.

ქალწული: ერთ-ერთი წარმატებული ხართ. უცხოელებთან კონტაქტების, უცხო ენების ათვისების, კარიერული განვითარებისთვის, ურთიერთგაგებისთვის კარგი დროა. ავტორიტეტული და პოპულარული ხდებით, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის და ყველა დონეზე წარმატების ალბათობა მაღალი გაქვთ. 

სასწორი: იგრძნობთ, რომ შეგიძლიათ ფინანსური პრობლემების მოგვარება, ახალი ხელშეკრულებების დადება, მეგობართა და მეზობელთა მხრიდან თანადგომასაც იგრძნობთ. უფრო აქტიური, კომუნიკაბელური, ქარიზმატული ხდებით და წარმატების შანსები გიმაღლდებათ.

მორიელი: წარმატებული ხართ. შეიძლება მოინდომოთ ახალი სასიყვარულო ურთიერთობების დამყარება, ძველი ურთიერთობები გბეზრდება. ახალი საქმის და ახალი კონტაქტბის პერიოდია. სიახლეები და ტრანსფორმაცია გსურთ, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების  და იდეების რეალიზების პერსპექტივა არის. ხდებით პოპულარული. 

მშვილდოსანი: „ფრთებს გაშლით“ - თქვენთვის საუკეთესო პერიოდი იწყება. ახალი პერსპეტივების, ახალი ადამიანების გაცნობის დროა. მოგეცემათ ფინანსების გაუჯობესების შესაძლებლობა და გახდებით უფრო პოპულარული. შეიძლება ახალი სამსახურიც კი დაიწყოთ. იაქტიურეთ, კარგი შანსები გაქვთ. 

თხის რქა: კარგი პერიოდია, შარმიანი, აქტიური, ენერგიული ხართ. ძველი კავშირები თუ გაწყვეტილი გაქვთ, კარგი დროა აღდგენისთვის. შეიძლება ძველი პარტნიორიც კი დაბრუნდეს თქვენს ცხოვრებაში. როგორც იმოქმედებთ ამ კვირაში, ისეთი გექნებათ ივნისიც, ამიტომ კარგად გამოიყენეთ კვირა. 

მერწყული: 18-21 მაისს ფრთხილად იყავით, ცვლილებები თქვენს გაღიზიანებას გამოიწვევს. ამიტომ, ემოციები აკონტროლეთ და თავდაჭერის უნარი გამოავლინეთ. 22 მაისიდან კი თქვენც „შლით ფრთებს“ და ძალიან საინტერესო პერიოდი გეწყებათ. 

თევზები: ჯერ კიდევ კარგი კვირა გაქვთ, თქვენი ინტელექტით ხიბლავთ გარშემომყოფებს. სპონსორების, ხელმძღვანელის და კოლეგების მხრიდან დახმარება მოგდით. საოცარი ინტუიცია გაქვთ და პოულობთ ზუსტად იმ ადამიანებს თუ საქმეებს, რომელიც ხელს გიწყობთ. თქვენ გაქვთ ოპტიმიზმი და წარმატების შესაძლებლობა, ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ, ეცადეთ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები ამ კვირაში დაასრულოთ. 

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

საქართველოში დედის დღე 35 წელია აღინშნება - გაეცანით საინტერესო ფაქტებს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ დაწყებითი კლასის მასწავლებელი მედეა ბოლქვაძე პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს თბილისის N141 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი​ ნინო თოფურია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ დაწყებითი კლასების მასწავლებელი სალომე ქაჯაია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ რუსული ენის მასწავლებელი​ ინგა ციმაკურიძე პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ხათუნა გრძელიძე პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა წარმოადგინეს მშობლიური ენის სილამაზე და სიმდიდრე ლექსების კითხვით, სიმღერით, საინტერესო გამოსვლებითა და სასცენო როლებით

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ დაწყებითი კლასების მასწავლებელი თინათინ ბლიაძე პასუხობს

საინტერესო

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

დაწყებითი საფეხურის მოსწავლების ნაწილი სახელმძღვანელოს გადაფურცვლას „სქროლვით“ ცდილობს - კვლევა ბრიტანეთში 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება