სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი მათემატიკის ტესტის გამსწორებელთა კონკურსს აცხადებს
12-05-2020
-
+


შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი მათემატიკის ტესტის გამსწორებელთა კონკურსს აცხადებს. მათემატიკის ტესტის გამსწორებლების შერჩევა 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 24 მაისს ჩატარდება.
 
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია ვებგვერდზე emarker.naec.ge/eMarker 16 მაისს (სასურველი ბრაუზერი: Mozila Firefox და Google Chrome).
 
კონკურსის დაწყებამდე, 16 მაისიდან - 22 მაისის ჩათვლით, მონაწილეებს საშუალება ექნებათ ივარჯიშონ - გაასწორონ ნაშრომები ელექტრონული პროგრამის საშუალებით.
 
ამისათვის საჭიროა, რომ კანდიდატი გაეცნოს ქვემოთ თანდართულ ფაილში მოცემულ დავალებებსა და მათ შეფასების სქემებს; შემდეგ კი დაიწყოს ვარჯიში ამგვარად: 

ვებგვერდზე emarker.naec.ge/eMarker შესვლის შემდეგ დააჭიროს ღილაკს „გასწორების გვერდზე გადასვლა“, წაიკითხოს კონკრეტული დავალების პასუხი, საკუთარი შეფასება ჩაწეროს ქვემოთ ამისთვის საგანგებოდ გამოყოფილ უჯრებში და დააჭიროს ღილაკს „შენახვა“. შემდეგ ეს პროცედურა უნდა გაიმეოროს იმდენჯერ, სანამ არ ამოიწურება გასასწორებელი დავალებები და გამოჩნდება წარწერა „დავალება არ მოიძებნა“.  
 
მათემატიკის საგამოცდო ტესტის გამსწორებელთა შესარჩევი კონკურსი ჩატარდება ელექტრონულად სპეციალური პროგრამის გამოყენებით 24 მაისს 11:00 საათიდან 16:00 საათამდე. მსურველებს საშუალება ექნებათ სახლიდან შევიდნენ ბმულზე emarker.naec.ge/eMarker და გაასწორონ აბიტურიენტთა ნამუშევრები, რათა გამოავლინონ საკუთარი კომპეტენცია.
 
არაუგვიანეს 15  ივნისისა შედგება რეიტინგული სია და კონკურსის შედეგები ეცნობებათ წარმატებულ მონაწილეებს.
 
კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
 
  • უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი (მათემატიკის სპეციალისტი) და/ან ჩაბარებული უნდა ჰქონდეს მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი ტესტი (კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში);
  • ოჯახის წევრი/წევრები არ უნდა აბარებდნენ 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს.
ფაილში  მოცემულია დავალებები და მათი შესაბამისი პასუხები, რომ მსურველებმა კონკურსამდე შეძლონ ვარჯიში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება