სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კურსების საჯარო სკოლის მასწავლებლები დისტანციური სწავლების გამრავალფეროვნებისთვის ონლაინ ტრენინგებს ესწრებიან
28-04-2020
-
+


ტყიბულის მუნიციპალიტეტის კურსების საჯარო სკოლა დისტანციურ გაკვეთილებს აქტიურად ატარებს. პედაგოგებისთვის სწავლების ახალი რეჟიმი უცხოა, თუმცა ისინი მარტივად გაუმკლავდნენ გამოწვევას.

„ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელობით დაიგეგმა ონლაინ ტრენინგები მუნიციპალიტეტში შემავალი სკოლების პედაგოგებისათვის, სადაც მოწვეული მოხალისე პედაგოგი ატარებს ონლაინ ტრენინგებს ციფრულ ეპოქაში სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და მიდგომების  შესახებ.

სწავლა- სწალების პროცესი საინტერესო და სახალისო რომ იყოს,  ვცდილობთ აქტიურად ვითანამშრომლოთ მოსწავლეებთან და შევქმენათ სხვადასხვა რესურსები.

აქტიურად ვიყენებთ sway პროგრამას. ის საინტერესო, მოსახერხებელი და მრავალფეროვანია.  მასში შეიძლება ჩავსვათ ჩვენთვის სასურველი ბმულები, ინფორმაცია, ვიდეოები სურათები, კითხვები და ა.შ. - აცხადებს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი თამარ აბესაძე.

აგრეთვე, უმეტესად უფროსი კლასის მოსწავლეებს ვთავაზობთ სხვადასხვა პროგრამაში მომზადებულ კომპლექსურ დავალებებს და ვფიქრობთ, რომ დავნერგოთ ის სწავლების ყველა საფეხურზე, ამისთვის აქტიურად მიმდინარეობს ურთიერთსწავლების პროცესი კოლეგებს შორის ონლაინ რეჟიმში“,- აღნიშნულია კურსების საჯარო სკოლის ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლის დამრიგებლებისთვის - განაცხადის გასაკეთების ბოლო ვადა და დეტალები ცნობილია

გადაამოწმეთ, რომელ სკოლაში შეგიძლიათ ბავშვის მიყვანა და არის თუ არა თავისუფალი ადგილები

პიროვნება

„მხოლოდ ცოდნითა და დაუღალავი შრომით მიიღწევა დასახული მიზანი“

სკოლები
საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება