| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალციხის მუნიციპალიტეტის აწყურის საჯარო სკოლის ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე ნინი დვალიშვილი ახალი უხილავი მტრის, კოვიდ-19 ის შესახებ სტატიას გვთავაზობს.
„დედამიწის უხილავი მტერი“ - COVID 19
ხალხი სიცოცხლის დიდმა სიყვარულმა მოიცვა, როდესაც მსოფლიოს უხილავი მტერი - COVID 19 მოევლინა...ყველაფერი მრავალფერი გახდა და გადარჩენის წყურვილმა ზოგს ბრძოლისუნარიანობა ჩაუნერგა, ზოგს კი - ნანატრი სიცოცხლე წაართვა.
სანამ საუბარს დავიწყებდე კორონავირუსზე, მინდა მიმოვიხილო ის პანდემიები, რომელსაც მსოფლიომ გაუძლო და უძლებს დღემდე.
გრიპის ვირუსი, როგორც წესი, მუდმივ მოდიფიკაციას განიცდის, ამიტომაც მსოფლიოს ისტორიას ახსოვს პანდემიის რამდენიმე შემთხვევა, რომლებმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა: ესპანური გრიპი, რომელმაც 100 მილიონზე მეტ ადამიანს წაართვა სიცოცხლე, ატიპური პლევმონია 813 მსხვერპლით, ფრინველის გრიპი 384 ლეტალური შემთხვევით, ღორის გრიპი 5000-ზე მეტი გარდაცვლილით და ებოლას ვირუსი, აფეთქება მსოფლიოს ისტორიაში, რომელიც ყველაზე ძლიერ ვირუსად იწოდება.
მინდა ვისაუბროთ ჩვენს ახალ მტერზე - კორონავირუსზე, რომელმაც ყველასგან შეუმჩნევლად, უხილავი ბიძგებით სახლში გამოკეტა საზოგადოების დიდი ნაწილი.
რა არის კორონავირუსი? - ეს არის რესპირატორული დაავადება. ის მსოფლიოში ჩინეთის ვუჰანის პროვინციიდან გავრცელდა. კოვიდ-19 კორონავირუსების ოჯახს განეკუთვნება და აქამდე უცნობი ვირუსია.
როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან?
რეკომენდაციების დაცვის შემთხვევაში, ვფიქრობ, დავძლევთ ამ დაბრკოლებას და ყველაფერი კარგად იქნება.
თუმცა, ყველაფერს, რაც კი არსებობს, მათ შორის კორონავირუსსაც, კაცობრიობისთვის მოაქვს დადებითი შედეგებიც კი.
ამ მოვლენებმა ძალიან ბევრი ადამიანი შეცვალა, ადრე ადამიანები არ ფიქრობდნენ სხვა ადამიანების ცხოვრებაზე. როცა ჩინეთში გავრცელდა ეს ვირუსი, სხვა ქვეყნებს არ დაუწესებიათ რაიმე შეზღუდვები, ახლა უკვე მთელ დედამიწას მოედო ეს სენი და ყველა დაფიქრდა.
კორონავირუსი გვირგვინია, ვიღაც ღვთისგან მიიღებს გვირგვინს, ვიღაც ეშმაკისგან. ჩემი აზრით, იმის რწმენა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, გადაგვარჩენს და გადაგვალახინებს ამ პრობლემას.
ჩვენ, ადამიანებმა, სულიერი სიმშვიდე უნდა ვპოვოთ, სულიერი სიმშვიდისთვის კი ლოცვა საუკეთესო გამოსავალია.
მაშასადამე, როგორც რეკომენდაციებს, აგრეთვე რწმენას და რელიგიასაც შეუძლია ჩვენი გადარჩენა.
ვფიქრობ, „ყველა განსაცდელი წავა და ბედნიერება მოვა“, არასდროს ვკარგავ იმედს, ნუ დაკარგავთ თქვენც!
სტატია გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სასკოლო ფორმების გაყიდვა 2 ნოემბრიდან დაიწყება
„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა