სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დედა, ვის ჩაეხუტება, ვიცი, როგორ ითვლის დღეებს ჩემამდე მოსასვლელს“ - კერძო სკოლა „სხივის“ მესამე კლასის მოსწავლის ჩანახატი
28-04-2020
-
+


ნეტა, ჩიტი ვიყო თავისუფლად ვიქროლებდი - ამ ნატვრით იწყებს საკუთარ ჩანახატს მარტვილის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „სხივის“ მესამე კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ქაჯაია. თუმცა მოსწავლე თავისუფლად ფრენას, მაინც ადამიანად დარჩენას ამჯობინებს და ოჯახის წევრებთან ყოფნას ირჩევს. როგორც ბიჭუნა წერს დედა, მასწავლებელი და კლასელები ენატრება. მის ნამუშევარს ჩვენ უცვლელად გიზიარებთ:

„გაზაფხულის საღამოა მშვიდი,ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი“...

ბედნიერი, დაფრინავს სადაც უნდა და ნეტა, ჩიტი ვიყო თავისუფლად ვიქროლებდი, მაგრამ არა, ასე რომ იყოს ბაბუას ვეღარ დავღლიდი ჩემი სიცელქით. ბებოს თბილ კალთაში ვეღარ დავიძინებდი და ვერ შევჭამ მის მომზადებულ ღომს და ხარჩოს. პატარა კატოს ვერ ვაბურთავებდი მწვანიანზე. დედა?! ჩემი ია დედა, ვის ჩაეხუტება. მე  ხომ ვიცი როგორ ითვლის დღეებს ჩემამდე მოსასვლელს. მენატრება ჩემი სკოლა, ჩემი გოგო-ბიჭები. ნანა მასწავლებელო, თქვენ კი მაიმედებთ, რომ მანძილი თქვენამდე შორი არაა, მაგრამ  ეს მანძილი  ძალიან გაგრძელდა. მენატრებით და მიყვარხართ. დარჩით სახლში და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. 

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში  

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება