| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალციხის მუნიციპალიტეტის ღრელის საჯარო სკოლაში დედამიწის კვირეული ჩატარდა. კვირეული დედამიწის დღეს მიეძღვნა და მასში როგორც მასწავლებლები, ასევე მოსწავლეები, მონდომებით ჩაერთვნენ. სკოლა ამ დღეს ყოველ წელს აღნიშნავს, წელს კი დედამიწის დღე დისტანციურ რეჟიმში აღინიშნა.
„დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. აგერ უკვე მერამდენე წელიწადია ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საჯარო სკოლა აქტიურად ერთვება ამ ღონისძიებაში, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლსთან დაკავშირებით წელს ცოტა სხვა ფორმატით მოგვიწია მუშაობა, თუმცა განსხვავებული და საინტერესოც კი იყო მოსწავლეების დაინტერესებაც და ჩართულობაც.
ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
მოსწავლეები და მასწავლებლები განმარტავენ, რომ ეს დღე კიდევ უფრო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი უნდა გახდეს თითოეული ადამიანისათვის, რადგან დედამიწაზე ზრუნვა თითოეული მოქალაქის ვალია, დღეს მაღალი თვითშეგნება და უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა ამ საკითხისადმი სამშობლოს, ქვეყნის, ერისა და კაცობრიობის გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის სკოლის პედაგოგებს ნინო შველიძესა და ნინო ივანიძეს აქტიური თანამშრომლობისათვის, ქვემოთ წარმოდგენილი ნახატები, ცოცხალი ყვავილებისგან შემქმნილი კოლაჟი და ვიდეონამუშევარი სწორედ არნიშნულ ონლაინღონისძებას „დედამიწის კვირეული ჩემს სკოლაში“ მიუძღვნეს, მადლობას იმსახურებენ ჩვენი პატარები : 1-ლი კლასის მოსწავლე ილია ნებაძე, მეორე კლასის მოსწავლე ნუგზარ ნებაძე, მესამე კლასის მოსწავლე მარიამ ნებაძე, მესამე კლასის მოსწავლეები: ქრისტინე და მიშიკო მელიქიძეები, მეოთხე კლასის მოსწავლეები: ბარბარე ოქრომელიძე, გივიკო იაძე, ირაკლი ლომიძე, ნიკოლოზ მაისურაძე“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სასკოლო ფორმების გაყიდვა 2 ნოემბრიდან დაიწყება
„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა