სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კურო ყველაზე იღბლიანი და მთავარი ფავორიტია, ტყუპებს პრობლემური პერიოდი ეწყებათ - კიდევ, რომელ ნიშანს მართებს სიფრთხილე?
27-04-2020
-
+


მაისში იქნება სერიოზული ცვლილებები - ასე იწყებს ასტროლოგიურ პროგნოზს მიხეილ ცაგარელი და კვირის მნიშვნელოვანი თარიღების გაცნობით აგრძელებს საუბარს.  

დღეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა - გონების მმართველი პლანეტა მერკური გადადის კუროს ზოდიაქოს ნიშანში. სულსწრაფი გადაწყვეტილებები აღარ იქნება, მოიმატებს პრაგმატიზმი. ფულსაც ყაირათიანად დახარჯავთ.

5-10 მაისამდე აღმავალი კარმული კვანძი გადადის ტყუპების ზოდიაქოში, რაც ადამიანებში კომუნიკაციას გააუმჯობესებს. შეიძლება საზღვრების გახსნაც დაიწყოს. 

16 მაისს სელენა, თეთრი მთვარე გადადის მორიელის ნიშანში. რაც ნიშნავს რომ ინფექციების ჩაქრობის დრო იწყება, რადგან მორიელი ინფექციების მმართველი ნიშანია.  

გაეცანით ზოდიაქოს ნიშნებისთვის დეტალურ პროგნოზს:

ვერძი: საქმიანი კუთხით და პრობლემების გადასაწყვეტადაც ძალიან კარგი კვირაა. პირად და სასიყვარულო ურთიერთობებში ნუ იქნებით პირდაპირი და ხისტი, დიპლომატია მოიშველიეთ.

კურო: მთავარი ფავორიტი ხართ თქვენ. თქვენი ზეობის პერიოდი იწყება. აქტიური და ენერგიული ხართ, საუკეთესო იქნებით როგორც შემოქმედი და პარტნიორი. იღბლიანი ხართ ამ კვირაში.

ტყუპი: თქვენ გაქვთ პრობლემური პერიოდი. ენეგოტონუსი კლებულობს და ყველაზე დაბალია თქვენი იღბლიანობა. ჭორები და ინტრიგები თქვენს საწინააღმდეგოდ შეიძლება აგორდეს. სულსწრაფ მოქმედებს ერიდეთ, გადაამოწმეთ ყველაფერი. არ არის ეს დრო ახალი საქმის დასაწყებადაც.

კირჩხიბი: ჯანმრთელობა უმჯობესდება, ქარიზმა მატულობს. ყველა მხრივ პოზიტიურია თქვენი შესაძლებლობები, მაგრამ ყველა საქმე რთულად მიდის, მეტი ენერგია დაგჭირდებათ. თუმცა არ შეგეშინდეთ, კარგად დასრულდება ყველაფერი.

ლომი: ურთიერთობა გჭირდებათ უფროსებთან, უნდა იყოთ წინა პლანზე, გავლენის სფეროს გაფართოების შესაძლებლობა გაქვთ. თუმცა მეგობართა და კოლეგათა მხრიდან არასწორი ინფორმაციის გავრცელების ალბათობა გექნებათ, რამაც შეიძლება გაგიფუჭოთ ურთიერთობა სახლშიც და საქმეშიც. კარიერულად ერთ-ერთი კარგი დროა, შემდეგ კვირაში ტონუსი ეცემა და ამ კვირაში მოასწარით მნიშვნელოვანი საქმეები.

ქალწული: ყველაზე ქარიზმატული ხართ, არნახულად შრომისუნარიანი, მომთმენი. შეიძლება გაგიუმჯობესდეთ ურთიერთობა ხელმძღანელებთან და კოლეგებთან, შეიძლება ახალი თანამდებობის მიღების წინაშეც დადგეთ. საკმაოდ კარგი დივიდენდების მიღების შანსიც გაქვთ. მატერიალური კუთხითაც კარგი დროა.

სასწორი: ფრთხილად ამ კვირაში, არ გადაიღალოთ, შეიძლება არასწორი ინფორმაციაც მიიღოთ. ყურადღება მიაქციეთ რა ხდება თქვენს ზურგს უკან. პრობლემების ტენდენცია მოიმატებს. წინდახედულად იმოქმედეთ.

მორიელი: გამოცოცხლდებით, ენერგიაც მოგემატებათ. ახლობლებისგან დახმარებას იღებთ, არა მხოლოდ მორალურს, არამედ მატერიალურსაც. ყველა მხრივ აქტიური ხართ, მატერიალური დივიდენდების მიღებაც შეგიძლიათ.

მშვილდოსანი: თქვენც შეიძლება იყოთ პროტექტორი და თქვენც მიიღოთ პროტექცია. ამით თქვენი პოპულარობა გაიზრდება. ორგანიზატორული მონაცემების წინა პლანზეა და ოპტიმისტური ხართ. სარფიანი კონტაქტები შეიძლება დაამყაროთ. ეს კი ივნის-ივლისში ძალიან დიდ წარმატებას მოგიტანთ.

თხის რქა: ერთ-ერთი საუკეთესო ხართ ამ კვირაში. შეგიძლიათ შემოიკრიბოთ ის ადამიანები,რომლებიც შემდეგ დაგეხმარებიან წინსვლაში და იპოვოთ სასიყვარულო პარტნიორიც. თქვენ წინ იხედებით და კარგად ხედავთ შემდგომ პერსპექტივებს. კაპიტალდაბანდება სექტემბერში მოგიტანთ დივიდენდებს სექტემბერში.  ამიტომ თქვენი მოქმედება იქნება სწორი და დროული.

მერწყული: სტაბილურობა გჭირდებათ ოჯახში, მიაქციეთ ყურადღება ოჯახის წევრებთან ურთიერთობებს. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ, ახალ საქმეებს და იდეებს ერიდეთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

თევზები: თქვენ ხართ წარმატებული. ძალიან აქტიური და შემოქმედებითი ხართ, ბრწყინვალე ორატორი ხართ. შეიძლება სპონსორები და გავლენიანი პირები იპოვოთ. ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი დგება, როცა თქვენ ინტუიციაზე დაყრდნობით მნიშვნელოვანი პროექტების წარმოჩენა. ამას კი დიდი გამოხმაურება შეიძლება მოჰყვეს. თქვენი წარმატების შანსი ძალიან მაღალია.

იხილეთ ვიდეო:
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები

მთავრობის დადგენილება საჯარო სკოლებსა და ბაღებს ეხება - განისაზღვრა 5 კატეგორია

სკოლებში ჩატარეული მონიტორინგის შედეგებს სპეციალური საბჭო განიხილავს - დეტალები და სია 

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - როდის არის სავალდებულო საფეხურის ქულის ცვლილება

პრიორიტეტი ენიჭება პედიატრიის, საოჯახო მედიცინის ან ზოგადი პროფილის ექიმს - დაზუსტდა, რა შემთხვევაში უნდა ჰყავდეს სკოლას 2 ექიმი

სპეცმასწავლებლის მომზადების პროგრამაზე 2 წლიანი სტაჟის გარეშე ვერ ჩაირიცხებით - ცვლილებების პროექტი ცნობილია

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნათია კორძახია

 

 

საინტერესო აქტივობაში პატარები დიდი სიყვარულითა და მონდომებით ჩაერთნენ

შეხვედრაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელსაც მუსიკა ასრულებს ქართულ კინოში
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება