სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„აკადემიური წლის გამოცხადება იქნებოდა სრული კრახი და მივიღებდით სრულ კოლაფსს საგანმანათლებლო სისტემაში“ - გენადი მარგველაშვილი
26-04-2020
-
+


აკადემიური წლის გამოცხადება იქნებოდა სრული კრახი და დამარცხება. მივიღებდით სრულ კოლაფსს საგანმანათლებლო სისტემაში - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გენადი მარგველაშვილმა განაცხადა.

მარგველაშვილმა დისტანციურ სწავლებასა და აკადემიური წლის გამოცხადების შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ ახალ რეალობაში სკოლების გაციფრულება მიზანმიმართულად და სწორად განხორციელდა.

„ზოგი ჭირი მარგებელიაო“ შეიძლება ითქვას და კორონავირუსის დაწყების მერე, ახალი სკოლის ის მიზნები, რომლებიც სასწავლო პროცესში სკოლების გაციფრულებას გულისხმობს, მიზანმიმართულად და სწორად განხორციელდა სამინისტროს მიერ. პანდემიიდან გამომდინარე, ყველაზე სწორი ნაბიჯები გადაიდგა სკოლებში, სასწავლო პროცესი შეწყდა და დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. იქ სადაც გვქვს გამოწვევები და არ არის ინტერნეტი, მეორე არხის გადაკეთება განათლების ტელევიზიად, მოგვცა შესაძლებლობა ეს წვდომა კიდევ უფრო ღრმა იყო. ისმის კითხვა,  შეიძლება თუ არა იყოს მიღწეული ის მიზნები, რაც ეროვნული სასწავლო გეგმისა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ქვეშ იგულისხმება.

ინტერნეტის მიწოდებითაც იმდენად კარგად არის საქმე, რომ პედაგოგებიც კი კმაყოფილები არიან. გამოწვევა, რომ თითქოს პედაგოგები მწყრალად არიან ინტერნეტ რესურსებთან, სწორად მიმართულია სამინისტროს მიერ. მითუმეტეს, რომ რესურსები გროვდება და ვირუსი როცა საბოლოოდ დამარცხდება, ამ რესურსის გამოყენება მერეც მოხდება გასაძლიერებლად და წინ წასასვლელად.

შესაბამისად, კითხვის ნიშნები აღარ ჩანს, სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა გამოცხადდეს აკადემიური წელი და ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ არ დავეთანხმებით. მითუმეტეს, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა იმდენად მოქნილია, რომ იმ ერთი-ორი მოწყვლადი ჯგუფისთვის, რომლებსაც ინტერნეტი და ტელევიზია არ აქვს, სკოლის ადმინისტრაციები უნდა იყვენენ მიდრეკილი, რომ ინდივიდუალური სასწავლო გეგმა გამოიყენონ.

აკადემიური წლის გამოცხადება იქნებოდა სრული კრახი და დამარცხება. რას მივიღებდით სამაგიეროდ? ჩვენ ისიც არ ვიცით როდის დამარცხდება ვირუსი. ჩვენზეა დამოკიდებული, რომ სწორად დაწყებული საქმე სწორადვე გაგრძელდეს. ეროვნული გეგმა თავის მოქნილობით გვაძლევს შესაძლებლობას, რომ შემდეგ წელს კლასიდან კლასში გადასვლა იყოს უზრუნველყოფილი. აკადემიური წლის გამოცხადების შემთხვევაში, პირველ კლასელებს ვერ მივიღებდით, 19-20 წლის ახალგაზრდები ჯერ კიდევ სკოლაში გვეყოლებოდა. მივიღებდით სრულ კოლაფსს საგანმანათლებლო სისტემაში“ - განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 22 ივნისიდან შეძლებთ - NAEC დეტალებზე

პედაგოგებს დავალებების სპეციფიკას გააცნობენ - შეხვედრის დეტალები

სპეცპედაგოგების საყურადღებოდ - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ყველა ცვლილება, რომელიც ზოგადი განათლების კანონში შედის 

საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტთა ჩარიცხვის ახალი წესი ცნობილია - რომელ აპილკანტებს ეხება ცვლილებები

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სიმღერა, ცეკვა, თეატრალური ნომრები, შემოქმედებითი წარმოდგენები, ბავშვური გულწრფელობა და უსაზღვრო ენერგია

„ვულოცავთ გამარჯვებულებს დამსახურებულ წარმატებას“

საბაზო საფეხურის წარმატებით დასრლების აღსანიშნად სკოლაში საზეიმო ღონისძიება გაიმართ
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება