სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლების საერთაშორისო ცენტრის 8 სასტიპენდიო პროგრამაში გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია - ვინ გაემგზავრება უცხოეთში სასწავლებლად?
25-04-2020
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 8 სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დასრულდა.

სასტიპენდიო კონკურსები ყოველწლიურად ცხადდება, ამ ეტაპზე უკვე ცნობილია სამ ერთობლივ სასტიპენდიო პროგრამაში გამარჯვებული კონკურსანტების ვინაობა: საქართველოს 70 მოქალაქე უნგრეთის, საფრანგეთისა და იტალიის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლას შემდეგი სასწავლო წლიდან გააგრძელებს. დანარჩენ პროგრამებში მიღებული აპლიკაციების განხილვა ამჟამად მიმდინარეობს.

2020-2021 სასწავლო წლისთვის გამოცხადებულ კონკურსებში რეგისტრაცია 1464-მა მოქალაქემ გაიარა, მათგან საუკეთესოები აკადემიურ ხარისხს სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში მიიღებენ ან კვალიფიკაციას აიმაღლებენ სათანადო პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციებში. უახლოეს მომავალში გამოცხადდება ,,ფულბრაიტის’’ სასტიპენდიო პროგრამა..


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 

განახლებული წესები და მოთხოვნები მასწავლებლებისთვის - საშინაო დავალებები ელჟურნალში უნდა აიტვირთოს

სამინისტრო მოსწავლეებისთვის ლინზიან კომპასებს და რესპირატორებს ყიდულობს 

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება