TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

„როგორც ზღაპარში, ცუდ დასაწყისს კარგი დასასრული ექნება“ - ლეღვას N1 საჯარო სკოლის მოსწავლის ჩანახატი
24-04-2020
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის ლეღვას N1 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ანა ტაკიძე საქართველოში ეპიდემიისგან შექმნილ მდგომარეობაზე წერს. მოსწავლე თავის შეხედულებებს და ემოციებს ჩანახატში გადმოგვცემს. 

მონატრების ერთი თვე-რა გვასწავლა სიჩუმემ?

რა მასწავლა სიჩუმემ...

როგორც მჩვევია ხოლმე, მძიმე და ტრაგიკულ თემებზე წერა არ მიყვარს, მაგრამ დღევანდელი სამყაროს მდგომარეობა იძულებულს მხდის...როგორც ჩვენთვის ცნობილია, სამყარო ებრძვის უხილავ მტერს, რომელმაც ათასობით ადამიანი შეიწირა და რომელმაც სამყაროს ფერადი ფერები მუქი ფერებით ჩაანაცვლა. მიჭირს დღევანდელ რეალობასთან შეგუება, მიჭირს იმის გააზრება, თუ რა ხდება ჩემს გარშემო, რადგან ამ ყველაფერს მიჩვეული არ ვარ და საერთოდ არავინაა ამას მიჩვეული.

მე, რომელსაც არ მიყვარდა ტელევიზორის ყურება და საინფორმაციო გადაცემების მოსმენა, დღეს  გაფაციცებით ვგებულობ ახალ ამბებს და ყოველთვის მაქვს იმედი, რომ რაღაც კარგი გაიჟღერებს, რაღა თქმა უნდა ცუდთან ერთად...

მინდა ადამიანები გავამხნევო, ვუთხრა და დავაიმედო, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ამის სურვილი დღითიდღე უფრო და უფრო იმატებს ჩემში. მეშინია ყველაფრის რაც გარშემო ხდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ჩაივლის და ყველაფერი კარგად  იქნება...ამ ყველაფერმა ჩვენზე უარყოფითად იმოქმედა, მაგრამ ამავდროულად, ბევრი რამ გვასწავლა, მაგალითად ადამიანებს ერთმანეთის გვერდში დგომა გვასწავლა, ერთმანეთის გამხნევება გვასწავლა...ჩვენ, ადამიანებს სამყაროსთვის მხოლოდ ერთი რამ შეგვიძლია, დავრჩეთ სახლში და ვილოცოთ, რომ ყველაფერი მალე და მშვიდობიანად დამთავრდეს.

სიჩუმეს მივეჩვიე, რამაც ბევრ რამეზე დამაფიქრა...დამაფიქრა ყველაფერზე რაც კი ჩემს გარშემო ხდება, ვისწავლე იმ ადამიანის დაფასება, რომლებისაც პატარაობაში მეშინოდა...ხოო,  ექიმებს ვგულიხსმობ, მათი იმიტომ არ მეშინოდა, რომ მართლაც საშიშები იყვნენ, უბრალოდ სანამ გავიზრდებით, ყველა პატარას ეშინია მათი, რა თქმა უნდა მე ჯერ ისევ ბავშვი ვარ, მაგრამ როცა გავაანალიზე, თუ რამხელა საქმეს აკეთებენ ისინი ჩვენი სიცოცხლის შესანარჩუნებლად და ჩვენი გადარჩენისთვის, მივხვდი, რომ ისინი ყველაზე დასაფასებელნი არიან. უკვე რამდენი ხანია მათ თავიანთი შვილები, ახლობლები, ოჯახის წევრები და საყვარელი ადამიანები არ უნახავთ, უფრო მეტიც, ისინი საფრთხეში იგდებენ თავიანთ თავებს იმისთვის, რომ ჩვენი სიცოცხლე იხსნან...როცა ვფიქრდები ვერ ვხვდები, რატომ არ ვითვალისწინებთ ადამიანები იმას, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი და გარშემომყოფების ჯანმრთელობისთვის, რომ უნდა დავრჩეთ სახლში და რომ უნდა მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს. ადამიანებზე ვბრაზდები მხოლოდ, მხოლოდ მათზე, რადგან მათი უპასუხისმგებლობის გამო ვართ დღეს ასეთ მდგომარეობაში...

მენატრება ყველა და ყველაფერი, მე, რომელიც ვწუწუნებდი, რომ სკოლა არ მინდოდა და არ მომწონდა, სკოლა მენატრება, მენატრება მეგობრები, კლასელები და თითოეული მოგონება, რომელიც მათთანაა დაკავშირებული...მაგრამ ეს ყველაფერი სამუდამო  არ არის, ღმერთის ნებით ყველაფერი კარგად დასრულდება და როგორც ზღაპარში ცუდ დასაწყისს კარგი დასასრული ექნება. მე მჯერა...გჯეროდეს შენც!

#დარჩისახლში...

ლეღვას N1 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე

ანა ტაკიძე

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

სიახლეები

„ორგან მუშაობის მიზეზი არის არასაკმარისი ანაზღაურება“  - პრემიერი კანონში ცვლილებაზე

ორ სკოლაში დასაქმებული მასწავლებლებისთვის - სამინისტროს განმარტება

ანაზღაურება 3300 ლარია - რა პოზიციაზე აცხადებს ვაკანსიას მანდატურის სამსახური 

ასაშენებელი და გასარემონტებელი სკოლების პრიოტიტეტულ სიას განათლების სამინისტრო ადგენს

არჩევანის გაკეთების ვადა დღეს, 1-ელ ნოემბერს იწურება - emis ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები

„ვუსურვებთ მომავალ წარმატებებსა და ახალ მიღწევებს სპორტულ და საგანმანათლებლო სფეროებში“

საინტერესო

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში - დირექტორები etaloni.ge-ს კითხვებს პასუხობენ

სიახლეები
საზოგადოება