სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლების ავტორიზაციასთან დაკავშირებულ მინისტრის ბრძანებაში ცვლილებები შევიდა
10-05-2026
-
+


​„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა.

დოკუმენტის თანახმად, ავტორიზაციაზე უარის თქმის, ავტორიზაციის გაუქმების ან ავტორიზაციის ვადის გასვლის შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ვერ მოიპოვებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს, ხოლო ავტორიზაციის გაუქმების ან ავტორიზაციის ვადის გასვლის შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება კარგავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს.

ასეთ შემთხვევაში, მოსწავლემ უნდა ისარგებლოს მობილობის უფლებით ან მას შეუჩერდება მოსწავლის სტატუსი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მინისტრის ბრძანებით ასევე განსაზღვრულია, რომ ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევებში, იურიდიული პირი უფლებამოსილია ცენტრში საავტორიზაციო განაცხადი წარადგინოს გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის შემდეგ.

„თუ საავტორიზაციო განაცხადი ცენტრს წარედგინა ამ დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საავტორიზაციო განაცხადის წარდგენის ვადების დაცვით და ცენტრის დირექტორმა ამ დებულების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნის თაობაზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული, ამ დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ჩაითვლება ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებად ავტორიზაციის ვადის გასვლიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაშ, - აღნიშნულია დოკუმენტში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება