| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლების მინისტრის ბრძანებით დამტიკიცდა „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულები“.
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შემუშავებული ტრენინგ-მოდულები, რომლებიც ითვალისწინებს აღმზრდელ-პედაგოგად პროფესიაში შესვლის ხელშეწყობასა და აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიულ განვითარებას და რომელთა შინაარსიც განისაზღვრება ამ დანართის დანართი №1-ის, დანართი №2-ის, დანართი №3-ის, დანართი №4-ის, დანართი №5-ის, დანართი №6-ისა და დანართი №7-ის შესაბამისად;
ცნობილია ის სამიზნე ჯგუფები, რომლებისთვისაც ესა თუ ის ტრენინგი ჩატარდება. მაგალითად დანართი №1-ით განსაზღვრული ტრენინგ-მოდულის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ:
ა) პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ „აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №478 დადგენილებით დამტკიცებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის მე-4 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს და სურვილი აქვთ დასაქმდნენ ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებაში აღმზრდელ-პედაგოგად;
ბ) პირები, რომლებიც დასაქმებული არიან ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებაში კურიკულუმის კოორდინატორად/მეთოდისტად;
გ) ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებაში დასაქმების მსურველი/დასაქმებული პირები, რომელთა პროფესიულ სტანდარტში ან საკვალიფიკაციო მოთხოვნებშიც შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შემუშავებული ტრენინგ-მოდულის წარმატებით გავლა;
დ) პირები, რომლებიც დასაქმებულები არიან საგანმანათლებლო რესურსცენტრებში;
ე) პირები, რომლებიც არ არიან დასაქმებული ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებაში ან დასაქმებული არიან კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში და დაინტერესებულნი არიან ტრენინგ-მოდულის გავლით, ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიმწოდებლის მიერ შეთავაზებულ ფასიან ტრენინგ-მოდულზე.“
ამ დანართის დანართი №2–№7-ით განსაზღვრული ტრენინგ-მოდულების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ:
ა) პირები, რომლებიც დასაქმებულნი არიან აღმზრდელ-პედაგოგის პოზიციაზე;
ბ) პირები, რომლებიც დასაქმებული არიან ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებაში კურიკულუმის კოორდინატორად/მეთოდისტად და წარმატებით აქვთ გავლილი დანართით №1-ით განსაზღვრული ტრენინგ-მოდული;
გ) ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებაში დასაქმების მსურველი/დასაქმებული პირები, რომლთა პროფესიულ სტანდარტში ან საკვალიფიკაციო მოთხოვნებშიც შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შემუშავებული ტრენინგ-მოდულის წარმატებით გავლა და წარმატებით აქვთ გავლილი დანართით №1 - ით განსაზღვრული ტრენინგ-მოდული;
დ) პირები, რომლებიც დასაქმებულები არიან საგანმანათლებლო რესურსცენტრებში და წარმატებით აქვთ გავლილი დანართით №1 -ით განსაზღვრული ტრენინგ-მოდული;
ე) პირები, რომლებიც არ არიან დასაქმებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში ან დასაქმებული არიან კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში და დაინტერესებულნი არიან ტრენინგ-მოდულ(ებ)ის გავლით, ტრენინგ-მოდულ(ებ)ის მიმწოდებლის მიერ შეთავაზებულ ფასიან ტრენინგ-მოდულ(ებ)ზე და წარმატებით აქვთ გავლილი დანართით №1 -ით განსაზღვრული ტრენინგ-მოდული.
გამოავლინონ საკუთარი ერუდიცია სხვადასხვა სფეროში
დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება
გამოავლინონ საკუთარი ერუდიცია სხვადასხვა სფეროში
„ინდივიდუალურით კი არა, ჯგუფური სწავლებით უფრო მეტს ისწავლის ბავშვი“
„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...
გამოავლინონ საკუთარი ერუდიცია სხვადასხვა სფეროში
გამოავლინონ საკუთარი ერუდიცია სხვადასხვა სფეროში