სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თანხის ჩასარიცხად ბოლო დღე გაქვთ - ინფორმაცია აბიტურიენტებისა და მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის 
06-05-2026
-
+


აბიტურიენტებისა და მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურის გადახდის ვადა 6 მაისს, 18:00 საათზე იწურება.
 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებსა და მაგისტრანტობის კანდიდატებს მოუწოდებს, ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციისთვის შესაბამისი პროცედურების შესრულება დროულად უზრუნველყონ და სარეგისტრაციო საფასური 6 მაისის 18:00 საათამდე გადაიხადონ.
 
მოცემულ ვადაში სავალდებულოა აბიტურიენტებისთვის ჩასაბარებელი საგნების (არანაკლებ ერთი საგნის) საფასურის გადახდა, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის სარეგისტრაციო საფასურის დაფარვა. აღნიშნული ვადის დაცვა აუცილებელი წინაპირობაა, რათა კანდიდატებმა შეძლონ რეგისტრაციის პროცესის დასრულება და გამოცდებში მონაწილეობის მიღება.
 
რეგისტრაციის პროცესი 6 აპრილიდან მიმდინარეობს და საბოლოოდ 11 მაისს, 18:00 საათზე დასრულდება. აღნიშნულ პერიოდამდე კანდიდატებს შესაძლებლობა აქვთ დაასრულონ რეგისტრაცია, დააზუსტონ საკუთარი არჩევანი, მათ შორის აირჩიონ ან შეცვალონ საგამოცდო ქალაქი და საგანმანათლებლო პროგრამები.
 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აპლიკანტებს, არ გადადონ პროცესი ბოლო დღემდე და დროულად დაასრულონ რეგისტრაცია.
 
შეგახსენებთ, რომ დადგენილი ვადების ამოწურვის შემდეგ განცხადებების მიღება აღარ გაგრძელდება.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება