| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ თახჩის საჯარო სკოლაში დისტანციური სწავლება წარმატებით დაინერგა. რეალურად, სკოლას მხოლოდ 4 მოსწავლე ჰყავს და სწორედ აქედან გამომდინარე, ოცწუთიანი ონლაინ-გაკვეთილები სრული დატვირთვით ტარდება.
მოსწავლეებიც ჩართულები არიან და სკოლის რეალობიდან გამომდინარე, ისე გამოდის, თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალური გაკვეთილები უტარდება. ასეთ დროს, არანაირი კითხვისნიშნანი ონლაინ-სწავლების ხარისხთან დაკავშირებით, არ არსებობს - მოსწავლეებიცა და მასწავლებლებიც მოერგნენ ქვეყანაში არსებულ რეალობას და თითოეული მათგანი ზედმიწევნით კარგად ასრულებს მათზე დაკისრებულ მოვალეობას.
ასე რომ, თამამად შეიძლება ითქვას - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ თახჩის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი ონლაინ და შეუფერხებლად მიმდინარეობს.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
აბიტურიენტებისთვის კიდევ ერთი საგამოცდო ტესტი გამოქვეყნდა
ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს