სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ზოგჯერ ატომურ აფეთქებას ჰგავს მონატრების აფეთქება“- თბილისის N94 საჯარო სკოლის პედაგოგ ლიზი მიჩილაშვილის ემოციური ჩანახატი
10-04-2020
-
+


თბილისის N94 საჯარო სკოლის პედაგოგმა ლიზი მიჩილაშვილმა კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილ მდგომარეობას ჩანახატი მიუძღვნა.

მონატრების ერთი თვე

„გეშინია...სიცოცხლე იმად არ ღირს, მისი გულისათვის შიშს მონად გაუხდე’’.

  ჯემალ ქარჩხაძე „ანტონიო და დავითი’’

 ზოგჯერ ატომურ აფეთქებას ჰგავს მონატრების აფეთქება. როგორ გადმოვცე ჩემი გრძნობები? ფიქრები, ემოციები და სურვილები. მახსოვს ბავშვობაში, როგორ მინდოდა ყველა გრძნობის და ემოციის გემოს გასინჯვა. ინტერესი მქონდა, იმის თუ როგორ მოვიქცეოდი უარყოფითი ემოციების დაუფლების დროს, ეს ინტერესი კი ძალიან ღრმა იყო. მძიმე ყოფილა ამ ემოციებით იარო გზაზე, რომელიც არ იცი როგორია და არ იცი რამდენ ხანს გასტანს. „ჩემს წარმოსახვაში ბრძოლის მომენტია“, განვიცდი ყველა გრძნობას, რასაც განიცდიან ახლა  ადამიანები. ყოველთვის მაინტერესებდა, ჩემს თავზე მსგავსი რამ გამომეცადა.

     დღეს განვიცადე მსგავსი გრძნობა, ვგრძნობ ემოციებს, რომლებსაც განიცდიან ადამიანები. მაგრამ, არ ვიცი, ეს ინტერესი დავიკმაყოფილე თუ დამიკმაყოფილა სამყარომ, არ ვიცი რა დავარქვა, მაგრამ ახლა ჩემი წილი განცდა მაქვს მსოფლიოში განვითარებული მოვლენების მიმართ. მონატრებას ვგრძნობ, ჩემი ყოველდღიური საქმიანობის  მონატრებას. „ხმაური მენატრება, გაზაფხული მენატრება, ჩემი სოფელი მენატრება, იქ სულ სხვა ხმაზე ჭიკჭიკებენ ჩიტები, სოფლის ნიავი მენატრება ფილტვებს, რომ ავსებს და ამხნევებს, მენატრება მთებზე გვირგვინივით დადგმული ცისარტყელა წვიმის მერე, მენატრება ცა, რომელიც განსხვავებულია, იასამანი მენატრება მისი მშვენიერებით და სურნელით’’. როგორ მინდა თუნდაც წამიერად, მაგრამ დამანახა უბოროტო, კეთილშობილებით აღსავსე სამყარო და ამ სამყაროს სილამაზე. ვაითუ, უიმედოა ეს იმედი, რომელსაც ყოველ დილით, მზის ამოსვლისას ვგრძნობ.

და მაინც, ვფიქრიბ რომ, ამ სიტუაციის დახმარებით ჩვენ შეგვიძლია ერთხელ და სამუდამოდ გამოვიმუშაოთ სირთულეებთან შებრძოლების ჩვენებური მეთოდი.

გავბედოთ ვიფიქროთ ..საზღვრებს მიღმა’’, ,,დავივიწყოთ დრომოჭმული ცოდნა, შიშით გაბერილი გამოცდილება და თამამად, თავდაჯერებულად ახალი, კრეატიული იდეების დინებას მივჰყვეთ’’. არ დავიღალოთ ბრძოლაში, რომელშიც სამყაროა ჩაბმული. შენ და მე გვაქვს შანსი ამ ბრძოლაში გამარჯვება გახდეს ჩვენი პიროვნული სიძლიერის სიმბოლო!

სისუსტეებზე- სიძლიერით გამარჯვების სიმბოლო!

შიშზე- სიმამაცით გამარჯვების სიმბოლო!

უნებისყოფობაზე- ნებისყოფის ძალის გამარჯვების სიმბოლო!

ზიზღზე- სიყვარულით გამარჯვების სიმბოლო!

დღევანდელი ვერ რეალიზებულობა დაე გამხდარიყოს ის ბიძგი, რომელიც აღმოგვაჩენინებს აქამდე აღმოუჩენელ გზებს, მიგვაღწევინებს აქამდე მიუღწეველს და ამ ახალი ცხოვრების სტილით, ჩვენ შევძლებთ გავხდეთ სხვებისთვის შთამაგონებელი მაგალითი და სასარგებლო ძალიან ბევრი ადამიანისთვის.

გვჯეროდეს უფლის ძლევამოსილების!

ლიზი მიჩილაშვილი

თბილისის N94 საჯარო სკოლის პედაგოგი.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

აღმზრდელ-პედაგოგთა ახალი სახელფასო პოლიტიკასა და საბავშვო ბაღებზე პრემიერი პარლამენტში ისაუბრებს

მასწავლებლებისთვის - საგამოცდო დრო, მაქსიმალური ქულები და შეფასების კრიტერიუმები საგნების მიხედვით, ცნობილია

ცნობილია, რა კრიტერიუმებით შეაფასებენ აბიტურიენტების ნაშრომებს და რა იქნება თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დრო

 

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

პატარებმა დაუვიწყარი დღე გაატარეს, რომელიც სავსე იყო აღმოჩენებით, შემოქმედებითობითა და ფრენის სიყვარულით

დღის მთავარი მიზანი იყო ბავშვებისთვის სიხარულის, სიყვარულის, ყურადღებისა და დაუვიწყარი ემოციების ჩუქება
 
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება