სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მახალაკიძეების საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
09-04-2020
-
+


ფრიდონ მახარაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის მახალაკიძეების საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. მასწავლებლები და მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები სასწავლო პროცესში.

„Covid-19-ის გამო ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო სკოლები online სწავლებაზე გადავედით. განათლების სამინისტრომ შემოგვთავაზა ონლაინ საშულებები, ტელე სკოლა საზოგადოებრივი არხზე, მაგრამ მოგეხსენებათ, ჩვენთან მაღალმთიანში რთულია ინტერნეტით გახვიდე შედეგზე, რადგან ზოგს მოწყობილობა არ აქვს შესაბამისი, ზოგს ფინანსურად არ აქვს ჩარიცხოს იმდენი ინტერნეტი, რომ ოჯახში ყველა ბავშვს ამყოფინოს, თან ჩვენთან ინტერნეტს ძალიან უჭირს დაჭერა. ამიტომ გვიწევს პედაგოგებს გამოვძებნოთ სხვადასხვა საშუალება ჩვენ თვითონ.

თავდაპირველად დავიბენით. მანამდე ვიყენებდი ონლაინ რესურსებს როგორიცაა learning.apps.org, mypadlet.com, toondoo.com. კლასია მართვის პროგრამა, მაგრამ ეს იყო დამატებითი საშუალება მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისთვის და შედეგის გაუმჯობესებისთვის. ონლაინ გაკვეთილის ჩასატარებლად ერთდროულად 8 მოსწავლის კი არა ზოგჯერ 2 მოსწავლის ჩართვაც ჭირს, ამოტომ შევიმუშავე ასეთი განრიგი. ყველა მოსწავლისთვის ინდივიდუალურად გამოვყავი დრო. ცხრილის მიხედვით ყველა გაკვეთილის შესახებ ვესაუბრები. ვუხსნი. გავაკეთე მესენჯერში ჩატი, სადაც ვგზავნი მასალებს, რესურსებს და ბავშვებიც მიგზავნიან დავალებებს. ვურეკავ ზოგს ტელეფონზე, ზოგს მესენჯერში, ზოგს თიმსის გვერდზე. ნებისმიერ კითხვაზე 24 საათის განმავლობაში ვპასუხობთ მოსწავლეებს. კათედრები მუშაობს ჩვეულებრივ, ვუზიარებთ იდეებს და ერთად ვეძებთ პრობლემების გადაჭრის გზებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტო


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საჯარო სკოლებში ახალი პროგრამა დაინერგება - ვის ეხება გადამზადება

სკოლების სია, რომლებშიც სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება - რეგისტრაციის ვადები ცნობილია

სტატუსი მიენიჭა 400-ზე მეტ მასწავლებელს - უფროსი, წამყვანი, მენტორი და უსტატუსო პედაგოგების სტატისტიკა საჯარო სკოლებში

2023-2024 და 2024-2025 სასწავლო წლების 7 ათასზე მეტ მედალოსანს სერტიფიკატი დღემდე არ მიუღია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება