სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

როგორ მოვიქცეთ ''პრობლემურ'' ადამიანებთან?
23-10-2017
-
+


როგორ მოვიქცეთ ''პრობლემურ'' ადამიანებთან?

-მეორე მხარე და მისი განსხვავებული შეხედულებები ყოველგვარი ცრურწმენებისა და სტერეოტიპების გარეშე მიიღეთ - ყურადღება გაამახვილეთ არა მის პიროვნებაზე, არამედ მის ქცევაზე; ეცადეთ ჩასწვდეთ თქვენთვის ,,პრობლემური’’ ქცევის რეალურ მიზეზებს;

-ნუ ეცდებით ცალმხრივად განსაზღვროთ კონფლიქტის შინაარსი  - კომუნიკაცია მეორე მხარესთან დიალოგით დაიწყეთ და არა იმის მითითებით, თუ როგორ უნდა გადაწყდეს არსებული კონფლიკტური სიტუაცია, ან როგორ უნდა შეცვალოს ქცევა მეორე მხარემ;

-ითანამშრომლეთ მეორე მხარესთან - ერთად განსაზღვრეთ რა არის არასწორი თქვენს კომუნიკაციასა და ურთიერთობაში. კომუნიკაციის გამოსასწორებლად  თქვენი წილი პასუხისმგებლობა აიღეთ. დაფიქრდით, თუ რისი გაკეთება შეგიძლიათ სიტუაციის გამოსასწორებლად;

-ეცადეთ მეორე მხარეს ემპათიითა და გაგებით მოეკიდოთ - ყურადღება მის იმ ქცევებზე გაამახვილეთ, რომელიც თქვენთვის რთული გასაგებია. შეეკითხეთ საკუთარ თავს - როგორ მოიქცეოდით თქვენ მის ადგილას?

-დაუსვით კითხვები, რომ შესძლოთ მეორე მხარეს ინტერესების,მოლოდინებისა და სურვილების გაგება. ნუ ჩათვლით, რომ პასუხი უკვე ყველა კითხვაზე გაქვთ;

-პატივი ეცით პიროვნულ განსხვავებებს და საზღვრებს - თუ ატყობთ, რომ სიტუაციას ვერ მართავთ, დროებით დისტანცირება აჯობებს;

-ეცადეთ მიიღოთ მეორე მხარის მიერ გამოვლენილი წინააღმდეგობრივი ქცევები;

-შეინარჩუნეთ თავაზიანობა და პატივისცემა მეორე მხარის მიერ გამოვლენილი ქცევისა და სიტყვიერი გამონათქვამების მიუხედავად;

-ეცადეთ იუმორი ეფექტურად გამოიყენოთ  - ხშირად კონფლიქტური სიტუაციები არც ისე სერიოზულია, როგორც ჩანს.


წყარო: ''ინტერპერსონალური კომუნიკაცია''. 

ავტორები: ნანა სუმბაძე, თამარ მახარაძე 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება